„მძინარე მზეთუნახავი" - ნანატრი პრემიერა ანანიაშვილის დადგმით

© photo: Sputnikთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინც ვერ მოასწრო ბილეთის შეძენა, თეატრის დირექცია სპექტაკლებს ასევე წარმოადგენს 18-20 მაისს

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ბალეტ „მძინარე მზეთუნახავის" პრემიერა ნინო ანანიაშვილისა და ალექსი ფადეევის დადგმით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 27 აპრილს გაიმართება.

დადგმა უდიდესი ფრანგი და რუსი ქორეოგრაფის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის, მარიუს პეტიპას დაბადებიდან 200 წლისთავს ეძღვნება.

ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ყველა დროის ჭეშმარიტად დიდებული ბალერინა ფოტოქრონიკაში – ნინო ანანიაშვილი იუბილარია

სპექტაკლში მთავარ პარტიებს ასრულებენ თეატრის წამყვანი სოლისტები ნუცა ჩექურაშვილი და იონენ ტაკანო. სპეციალურად დადგმისთვის კოსტიუმების მხატვარმა ანატოლი ნეჟნიმ ასზე მეტი ახალი სახე შექმნა.

ორკესტრს ცნობილი რუსი დირიჟორი ალევტინა იოფე უფირიჟორებს.

საპრემიერო ჩვენებები გაიმართება ასევე 28 და 29 აპრილს. ბილეთები რამდენიმე დღეში გაიყიდა. ვინც ვერ მოასწრო ბილეთის შეძენა, თეატრის დირექცია სპექტაკლებს ასევე წარმოადგენს 18-20 მაისს. ბილეთები ჯერ არ იყიდება.

„მძინარე მზეთუნახავი" პეტრე ჩაიკოვსკის ოპერაა, ლიბრეტო შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით ივან ვსევოლოჟსკისა და მარიუს პეტიპას ეკუთვნის. ბალეტი სამმოქმედებიანია პროლოგითა და აპოთეოზით. „მძინარე მზეთუნახავი" 1889 წელს დაიწერა.

თბილისის თეატრში "მძინარე მზეთუნახავი ბოლოს გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიდგა.

 

ყველა ახალი ამბავი
0