თბილისის საჯარო ბაღებში გაზქურებს ელექტროქურებით ანაცვლებენ

© Pixabay / Katrina_Sსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაღების მართვის სააგენტომ ელექტროქურები „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე შეიძინა.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში შევა. სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია.

სამზარეულო ტექნიკა ბაღების მართვის სააგენტომ   თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე შეიძინა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
ღომი მჭადის ნაცვლად - თბილისში საბავშვო ბაღებში მენიუ შეიცვალა

„კომპანიის ექსპერტებმა სამზარაულო ბლოკები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ, ყველა იმ ბაგა-ბაღში შეისწავლეს, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით,  ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, საჯარო ბაგა-ბაღებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, თბილისის  საბავშვო ბაღების შენობის ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეების მონტაჟი მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე 100-ზე მეტ ბაღში უსაფრთხოების ბადეები უკვე დამონტაჟებულია,  ხოლო 58 საბავშვო ბაღში სამუშაოები კვლავ გრძელდება. სამუშაოების დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.  წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.


ყველა ახალი ამბავი
0