ლაჟვარდოვან ნაპირზე კანის ფესტივალი ახლა არავის ახსოვს, იქ ახლა უფრო შთამბეჭდავი შოუ მიმდინარეობს — Red Bull Air Race. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ უჩვენებდნენ პილოტები აკრობატულ მანევრებს
საფრანგეთში პირველად ისტორიაში გაიმართა Red Bull Air Race მსოფლიო სერიის ეტაპი — საავიაციო "ფორმულა-1", რომელშიც 400 კმ/სთ სისწრაფით ეჯიბრებიან ერთმანეთს პილოტები.

კანში მიმდინარე ავიაშოუს შესახებ არცოდნა გამორიცხული იყო. მაყურებელთა ყურადღება ხმაურიანმა და სანახაობრივმა შოუმ მიიპყრო. დამსვენებლები გამოცდილი პილოტების ტრიუკებს სიამოვნებით უყურებდნენ

5-7 წუთში ერთხელ ქალაქის თავზე დაფრინავდნენ თვითმფრინავები

მსოფლიოს თოთხმეტმა საუკეთესო პილოტმა "მასტერ" კლასში შეჯიბრი გამართეს და საკუთარი შესაძლებლობები უჩვენეს

პილოტების ამოცანა იყო წყალზე მონიშნული ტრასის დაფარვა რაც შეიძლება მოკლე დროში

სიჩქარესთან ერთად აკურატულობა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. თითოეული მანევრი საჭირო სიმაღლეზე სრულდებოდა

თვითმფრინავები მიფრინავდნენ ტრასამდე, რომელიც ორ პორტს შორის იყო განთავსებული, ასრულბდნენ ტრიუკებს და ბრუნდებოდნენ აეროდრომში

რბოლის საჰაერო სერიას ხშირად ადარებენ ავტოსპორტის დედოფალს "ფორმულა-1-ს", რადგან სისწრაფე აქ უფრო მეტია, მოსახვევების გავლა კი სიზუსტეს საჭიროებს

როდესაც თვითმფრინავი ასობით მეტრის სიმაღლეზე სისწრაფეს კრეფს და ბრუნდება, საოცარი შეგრძნებები იბადება

Red Bull Air Race – ეს აროს სანახაობრივი საჰაერო შოუ სპორტული თვითმფრინავებით

საჰაერო ტრასას მთლიანად ხედავდნენ მაყურებლები. თითოეული ტრიუკი გულშემატკივრებისთვის მარტივი დასანახი იყო

შეჯიბრების დღეს სანაპიროზე ადგილი ფაქტიურად არ იყო

წინ შეჯიბრების კიდევ ექვსი ეტაპია, ანუ - ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა ჯერ მხოლოდ იწყება