საქართველოში 31 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი

© Sputnik / Seyran Baroyanეშმაკის ბირბალი
ეშმაკის ბირბალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი ამინდი იქნება, თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე.

სინოპტიკოსების პროგნოზით, პარასკევს, 27 აპრილს,  ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 26–დან 31 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი  23–28 გრადუსი სითბო იქნება.

უქმეებზე – 28 და 29 აპრილს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია  ხანმოკლე წვიმა ელ–ჭექით, აღმოსავლეთ ნაწილში კი სეტყვაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 19–24 გრადუსამდე დაიწევს, აღმოსავლეთში კი 24–29 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

საქართველოს დედაქალაქში პარასკევს, 27 აპრილს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღმით 11 გრადუსი, დღისით კი 27 გრადუსი სითბო იქნება.

 თბილისში უქმეებზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. შაბათს +13 გრადუსი, დღისით კი +27 გრადუსი იქნება. კვირას ღამით 14 გრადუსი, დღისით კი 25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.


ყველა ახალი ამბავი
0