თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ზუგდიდის მერიის წინ ფაროსან შესაწამლ მანქანებს გუშინ აკუმულატორები ამოაცალეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მუნიციპალიტეტს 10 მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა შესაწამლი აგრეგატებით გუშინ გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია ხუთი აკუმულატორი. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ზუგდიდის მერიაში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ.
„Sputnik საქართველოს" კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.