თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოში დღეიდან შიდა ავიარეისებზე ბილეთის ფასები იცვლება, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისი-მესტიის ავიარეისზე ერთი გზა 50 ლარი ეღირება 40 ლარის ნაცვლად, ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფასი 25 ლარით იმატებს და 90 ლარი ხდება, თბილისი-ბათუმის ბილეთების ფასი კი 35 ლარით იმატებს და 125 ლარი ხდება.
უცვლელია მხოლოდ ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით მგზავრობა, რომლის ფასი 50 ლარია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ავიაკომპანია „აკ-ეართან“, რომელიც ახორციელებს კიდეც შიდა ფრენებს.