ცელულიტის მოცილების უახლესი მეთოდი - როგორ ვებრძოლოთ პრობლემას

© Sputnik / Levan Avlabreliანჟელა სანიკიძე
ანჟელა სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თუ იმ ადამიანების სიაში ხართ, ვისაც ცელულიტის პრობლემა აწუხებს, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ცელულიტმა არ იცის ასაკი, წონა, ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს. საბედნიეროდ დღეს ამ პრობლემის აღმოფხვრა სირთულეს აღარ წარმოადგენს.

რა არის ცელულიტის გამომწვევი მიზეზი, რა მეთოდებით ხდება მასთან ბრძოლა და როგორ უნდა მოვუაროთ სხეულს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი, მასაჟისტი ანჟელა სანიკიძე გვესაუბრა. 

© Sputnik / Levan Avlabreliანჟელა სანიკიძე პაციენტს ანტიცელულიტურ პროცედურას უტარებს
Эстетик центр НЕО-НЕО - Sputnik საქართველო
ანჟელა სანიკიძე პაციენტს ანტიცელულიტურ პროცედურას უტარებს

— ბოლო პერიოდში ცელულიტი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ცელულიტი ჩნდება მაშინ, როდესაც კანქვეშა ცხომოვან ქსოვილში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ხდება დისტროფიული ცვლილებები. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. პირველი — ეს არის გენეტიკური წინასწარგანწყობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არასწორი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესი, სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ა.შ.

- რამდენად ხშირია ეს პრობლემა ქალბატონებში?

— ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა. ადრე უფრო გვხვდებოდა 30-40 წლის ქალბატონებში, ან უფრო მაღალ ასაკში, ახლა ბევრად გაახალგაზრდავდა და ხშირია 18 წლის ასაკშიც.

- რთულია ცელულიტთან ბრძოლა?

— სირთულე დამოკიდებულია პრობლემის ხარისხზე. ბუნებრივია, რაც უფრო მსუბუქად არის გამოხატული პრობლემა, მით უფრო ადვილია მისი მკურნალობა. ამიტომ სასურველია, ადრეულ ეტაპზე მოგვმართოს პაციენტმა. 

© Sputnik / Levan Avlabreliცელულიტთან ბრძოლის აპარატი ALMA Accent Prime
Эстетик центр НЕО-НЕО - Sputnik საქართველო
ცელულიტთან ბრძოლის აპარატი ALMA Accent Prime

- ცელულიტთან ბრძოლის რა მეთოდები არსებობს?

— პირველი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის ანტიცელულიტური მასაჟი ხელით და მეორე — აპარატურული მეთოდი. ჩვენს კლინიკაში ორივე მეთოდით ხდება ცელულიტთან ბრძოლა. ვიყენებთ უახლესი ტექნოლოგიის აპარატ ALMA Accent Prime-ს. ცელულიტის სამკურნალოდ და მოდუნებული კანის კორექციისთვის აპარატით კომბინირებულ ტექნოლოგიებს მივმართავთ, რომლებიც აუმჯობესებს სხეულის ფორმას და გამოკვეთს კონტურებს.

სხვა აპარატებთან შედარებით, ALMA Accent Prime-ს ბევრი უპირატესობა აქვს. ესენია:

 

  • წინაღობის დაძლევის მექანიზმი, ანუ ნაკლებია ტალღის უკუარეკვლა;  
  • სიღრმის კონტროლი – შრეობრივად ვაკონტროლებთ სითბოს გადაცემას ქსოვილში და შესაძლებელია ნატიფი ზემოქმედება სამიზნე შრეზე;
  • ტალღის ფოკუსირებული გავრცელება, მხოლოდ პრობლემურ ზონაში მოქმედება და შესაბამისად, ნაკლები უკუჩვენებები. 

ამ პროცედურის ჩატარების შედეგად, მცირდება ცხიმოვანი უჯრედების მოცულობა, ცხიმოვანი ქსოვილის სისქე, ხდება ლიმფოდრენაჟის სტიმულირება, კანის ტექსტურის გაუმჯობესება და სიგლუვის ვიზუალური მხარის გაჯანსაღება. 

ნეო-ნეო - Sputnik საქართველო
ჭარბთმიანობის გადაწყვეტის უახლესი მეთოდი - ის, რაც უნდა იცოდეთ ეპილაციაზე

 

- როგორ კეთდება პროცედურა და რამდენად უმტკივნეულოა?

— აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურაა, ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია. მაგალითად, ბარძაყების შემთხვევაში საჭიროა 2,5 საათიანი პროცედურა. სხვა, უფრო მცირე ზონებზე, დაახლეობით ერთი საათია საჭირო.

ჩვენს აპარატს ორი ტიპის ულტრაბგერა აქვს. პირველი, ეგრეთ წოდებული, კომპრესიული ულტრაბგერა, რომელიც კავიტაციის პრინციპით მოქმედებს — ცხიმოვან უჯრედში წარმოქმნის აირად ბუშტუკებს, რომელიც წნევით აზიანებს მას და არსებული ცხიმები გადმოიღვრება უჯრედშორის სივრცეში. მეორე არის ე.წ ელასტიური ტალღა, რომელიც აზიანებს ცხიმოვანი უჯრედის მემბრანას და აადვილებს ცხიმოვან უჯრედში არსებული შიგთავსის გადმოსვლას. შემდეგ ლიმფისა და ლიმფური სისტემის მეშვეობით ხდება ორგანიზმიდან დაზიანებული ცხიმოვანი მასის გამოდევნა. ხოლო ულტრაბგერა მოქმედებს კანზე და იწვევს კანში არსებული ძირითადი სტრუქტურების, ელასტინის და კოლაგენის სტიმულაციას, რაც აუცილებელია კანის მოჭიმვისთვის.

- პრობლემის შეფასების შემდეგ ადგენთ, რა მეთოდით უნდა მოხდეს ჩარევა?

— რა თქმა უნდა, ჯერ ვაფასებთ, რა ხარისხის პრობლემასთან გვაქვს საქმე, რამდენად ახალი დაწყებულია პროცესი. თუ ცელულიტი უკვე გადაგვარებულია და მძიმე პროცესებია წასული, უფრო „მძიმე“ ჩარევა, კურსობრივი მკურნალობა ხდება საჭირო. აქ მარტო აპარატურული მკურნალობა არ გამოადგება, საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა. ყურადღება ექცევა ცელულიტის გამომწვევ მიზეზებს. ხშირია ჰორმონალური დარღვევები, რა დროსაც შედარებით რთულია მკურნალობა. თუ ამ ყველაფერს კომპლექსურად მივუდგებით, ჯერ მოხდება გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და შედეგიც სასურველი იქნება. 

- თქვენს კლინიკაში ხდება გამომწვევი მიზეზების დადგენა?

— თუ მივიტანთ ეჭვს, რომ პაციენტს რაღაც დარღვევა აქვს, ვაგზავნით კვლევაზე. ვთხოვთ, რომ ჯერ ამ პრობლემის კორექტირება მოახდინოს, რათა უკეთესი შედეგი მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, ან შედეგი იქნება დროებითი. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვაფრთხილებთ პაციენტს, სრულად ვაწვდით ინფორმაციას.

- საშუალო სიმძიმის შემთხვევაში რამდენი პროცედურაა საჭირო, რომ ცელულიტის პრობლემა აღმოიფხვრას?

— საშუალო სიმძიმის შემთხვევაში 5-6 პროცედურა სავსებით საკმარისია. სწრაფი და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ვრთავთ ხელით მასაჟს, ე.წ. ლიმფოდრენაჟს, რომელიც იდეალურ შედეგს იძლევა და მაქსიმალური რაოდენობა არის რვა პროცედურა.

- რა ინტერვალით უნდა ჩაიტაროს პაციენტმა პროცედურა?

— მაღალი ხარისხის სირთულესთან როცა გვაქვს საქმე, ინტერვალი ამ შემთხვევაში არის ერთი კვირა, მსუბუქ შემთხვევაში — 10 დღე, მაქსიმუმ, ორ კვირიანი შუალედი.

- რა შემთხვევაშია დაუშვებელი ანტიცელულიტური პროცედურის ჩატარება? 

ესთეტიური ცენტი ნეო-ნეო - Sputnik საქართველო
ლაზეროთერაპევტი: დიოდური ეპილაცია არის უმტკივნეულო და კეთდება გარუჯულ კანზეც

— არ ვუკეთებთ 18 წლამდე მოზარდებს, რადგან ამ დროს ორგანიზმი არ არის ჩამოყალიბებული. არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის, მძიმე ჰორმონალური დარღვევების დროს. არ შეიძლება მენსტრუაციული ციკლის, ორსულობის და ლაქტაციის დროს. არ შეიძლება, როცა ადამიანს აქვს რაიმე იმპლანტი, რადგან რადიოტალღის მოქმედება მეტალთან დაუშვებელია.

- როგორ უნდა მოვუაროთ პროცედურების შემდეგ სხეულს?

— პროცედურის შემდეგ სასურველია პაციენტმა შეზღუდოს ნახშირწყლები, ცხიმები და მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე — დაახლოებით ორ ლიტრამდე, რათა წავიდეს ცხიმოვანი ცვლა და გააქტიურდეს ლიმფოდრენაჟი. არაჩვეულებრივი იქნება ფიზიკური აქტივობა — ეს ხელს შეუწყობს ცხიმების წვას და ჯამური ეფექტი იქნება არაჩვეულებრივი.

- რას ურჩევთ ქალბატონებს, ვისაც არ აწუხებს ცელულიტის პრობლემა, როგორ შეინარჩუნონ სასურველი გარეგნობა?

— ახალს არაფერს ვიტყვი: იკვებონ ჯანსაღად, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები და ბევრი იარონ ფეხით.

ყველა ახალი ამბავი
0