თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი არმენ ჯიგარხანიანი მოსკოვის ერთ–ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, იუწყება РИА Новости მსახიობის მეგობარ არტურ სოღომონიანზე დაყრდნობით.
მისი სიტყვებით, მსახიობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ თავს არცთუ კარგად გრძნობს.
„არმენ ბორისის ძე თავს არცთუ კარგად გრძნობს. კრიტიკული მდგომარეობა არ არის, ის გამოკვლევებს იტარებს“, – განაცხადა სოღომონიანმა.