გაგოშიძე: მამები პასიურობენ შვილის აღზრდის დროს, რაც ძალიან ცუდად აისახება ბიჭებზე
„ძირითადად დედას უწევს შვილის აღზრდაზე ზრუნვა. სამწუხაროდ მამები ბევრად უფრო პასიურები არიან, რაც ბიჭებზე ძალიან ცუდად აისახება. ბიჭებს უნდათ ურთიერთობა მამებთან. მათთვის მამა არის მისაბაძი მაგალითი, ავტორიტეტი. როდესაც მამა სხვა განზომილებაშია, ცოტა რთული გასაგებია ეს განსაკუთრებით ბიჭისთვის“, ამბობს გაგოშიძე.
ფსიქოლოგის თქმით, ეს ყველაფერი არ ახდენს კარგ გავლენას ბავშვზე. ეს უარყოფითად მოქმედებს მის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე.