ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: როცა Mercedes Benz Fashion Week-ის კასტინგზე ხვდები...

© Sputnik / Levan Avlabreliმოდელი
მოდელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik საქართველოს“ ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ ერთი დღით პოდიუმის ფარდის მიღმა შეჭყეტა გადაწყვიტა...

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, დიდი კოკო შენელი ამბობდა: 20 წლისას გაქვთ სახე, რომელიც ბუნებამ გიბოძათ,  30 წლისას — ის რაც ცხოვრებამ გამოგიძერწათ, ხოლო 50 წლისას — ის რაც დაიმსახურეთ…

ვფიქრობ ეს მოსაზრება მოდელებზე ნაწილობრივ ვრცელდება, რადგან ისინი გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ საკუთარ გარეგნობაზე ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები…

არის ერთი რამ, რაც მოდის სამყაროში მოხვედრილს არ გამკვირვებია, რადგან კანონზომიერებად ითვლება, რომ ქალებს ლამაზი ქალის შურთ. მოდის სამყაროში კი შური მოდაშია — ადვილად შეიძლება დავარცხნილმა, გრძელფეხება ქერა „მეგობარმა“ ისედაც ორი ზომით პატარა ფეხსაცმელში  შუშის ნამსხვრევები ჩაგიყაროს, ან ფეხსაცმელს ქუსლი მოაძროს, ტანსაცმელი დამალოს, ან… ან… ამიტომ იშვიათად თუ ნახავთ მეგობარ მოდელებს.

© Sputnik / Levan Avlabreliგოგონები კასტინგის წინ
Журналист меняет профессию - модель - Sputnik საქართველო
გოგონები კასტინგის წინ

ხშირია იმედგაცრუებაც… მიხვედი ქასთინგზე დიზაინერთან, მიესალმე და ის დაგემშვიდობა… მსგავსი საქციელი აქვეითებს მოდელის თვითშეფასებას. თავდაჯერების გარეშე კი პოდიუმზე მოდელი მხოლოდ მანეკენია.

დიზაინერს არასოდეს არაფერი ადარდებს გარდა ჩვენებისა და რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა აიტანო დეფილეზე ორი ზომით პატარა ფეხსაცმელი ან პირიქით, მძიმე კაბა, ღამის რეპეტიციაზე თავზე დადგმული „საოცრება“… ამ დროს უნდა გაიხსენო, რომ ეს უბრალოდ შენი საქმეა და ღრმად ჩაისუნთქო…

© Sputnik / Levan Avlabreliმოდელები კასტინგზე
Журналист меняет профессию - модель - Sputnik საქართველო
მოდელები კასტინგზე

ამ სფეროში კარიერის აწყობა სხვაგვარად შეუძლებელია და თუ ამას მიხვდები, მაშინ აღარ იტირებ fitting-ზე ე.წ. პრიმერკაზე, როცა გეტყვიან შენი ზომა მაისური არ აქვთ, ტანსაცმელი აღარ დარჩათ, ან უბრალოდ არ სჭირდები და გამოგიშვებენ…. მოდიხარ და ფიქრობ: „ რითი მჯობია ის მე“?

უნიკალური და ძვირადღირებული მოდა, როგორც ხელოვნება, დღეს გარკვეულწილად ბიზნესმა დაჩრდილა. ახალგაზრდა დიზაინერები კომერციაზე ფიქრობენ მაშინ, როცა გაცილებით თავისუფლები უნდა იყვნენ და ფანტაზიას გასაქანი მისცენ. საკონკურსოდაც ტანსაცმლის ისეთ მოდელებს ქმნიან, რომელიც კარგად გაიყიდება…

© Sputnik / Levan Avlabreliმზადება კასტინგისათვის
Рубрика : Журналист меняет профессию - модель - Sputnik საქართველო
მზადება კასტინგისათვის

მოდელი ქალის პარამეტრები 90-60-90, შეიძლება ითქვას, რომ ფორმალურად დღეს უკვე  ისტორიის კუთვნილებაა და ახლა მოდელების ახალი ერა დგება — ყველა პარამეტრი საშუალო სტატისტიკური მოქალაქის პარამეტრებთან უნდა იყოს ახლოს. ჩემი პარამეტრების მქონე ადამიანი მამაკაცი მოდელის სანუკვარი პარამეტრებიდან  მხოლოდ  სიმაღლეს — 185 სმ-ს აკმაყოფილებს და ამიტომ სხვა მოდელები კონკურენტად არ აღმიქვამდნენ… ეს ყველაფერი „კოლეგებისგან“ შევიტყვე, მანამდე კი იყო მზადება კასტინგისათვის.

© Sputnik / Levan Avlabreliმზადება კასტინგისათვის
Рубрика : Журналист меняет профессию - модель - Sputnik საქართველო
მზადება კასტინგისათვის

Mercedes Benz Fashion Week-ის კასტინგისთვის მზადება ტრენაჟორებზე ვარჯიშით დავიწყე იმ იმედით, რომ სასურველ პარამეტრებს მივუახლოვდებოდი. მოდელები კვირაში სამჯერ ვარჯიშობენ. იმისთვის, რომ ვარჯიში შედეგიანი იყოს და მოდელმაც წონაში არ მოიმატოს, მთავარია სწორი კვება და ვარჯიშზე ბოლომდე დახარჯვა. მიზნისთვის ორ საათიანი დაღლა მეტყველების გაკვეთილით გაგრძელდა. ბდგა-ფთქა-პტკას ენის გასატეხები ახალი არ ყოფილა და ნაცნობ საგანს რომ შევხვდი თავი თამამად ვიგრძენი, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალე დეფილე დაიწყო.

© Sputnik / Levan Avlabreliდეფილეს რეპეტიცია
Рубрика : Журналист меняет профессию - модель - Sputnik საქართველო
დეფილეს რეპეტიცია

რაც უფრო ვცდილობდი მესწავლა როგორ დადიან მოდელები, მით უფრო სასაცილოდ მივაბიჯებდი. მარჯვენა, მარცხენა… მარჯვენა, მარცხენა… ბეჭებში გამართული და მუცელი შეწეული. ამის ნახვა ერთ რამედ ღირდა… დეფილე ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ბუნებრივობა და ინდივიდუალიზმი მაკლდა, ვცდილობდი სხვისი სიარულის მანერა ამეთვისებინა… საქმე  კი უფრო მარტივად ყოფილა: მთავარია იპოვო ის ემოცია, რაც ბუნებრივად შენია და შეინარჩუნო ინდივიდუალიზმი. თუმცა დამღლელი ვარჯიშის და გაკვეთილების შემდეგ, უკვე რთულია  და არც იცი სად ეძებო… დეფილეს დასრულების შემდეგ დიზაინერი მოვიდა და კასტინგისთვის მზადება დაიწყო.

© Sputnik / Levan Avlabreliმზადება კასტინგისათვის
Рубрика : Журналист меняет профессию - модель - Sputnik საქართველო
მზადება კასტინგისათვის

თეთრი ფარდის უკან Mercedes Benz Fashion Week-ის კასტინგზე გასვლისას აღელვებული მოდელები მოდიოდნენ და სწრაფად კითხულობდნენ (ალბათ უფრო თავის თავს ელაპარაკებოდნენ): „ამ კასტინგზე მოხვედრისთვის სამი თვეა ვემზადები, მთელი ღამე არ მეძინა… თვალები კარგად მაქვს?“ „გუშინ საცხის შემდეგ სამჯერ წავისვი შრატი კანის დასატენიანებლად… უნდა ამირჩიონ…“

სანამ ჩემი გასვლის დრო მოვიდა მათი ემოციები გადმომედო. როცა პოდიუმზე დიზაინერამდე მივედი და დავფიქსირდი, მივხვდი რაზეც ფიქრობდნენ ფარდის უკან, ვიგრძენი დეფილეზე გაწეული რთული სამუშაოს დაფასება… ეს არის მომენტი, როდესაც პოდიუმზე ყველაფერი შენსკენ არის მომართული: ყველა მზერა, განათება და კამერა. მაშინ მივხვდი რომ მოდელები პირველად ზუსტად მაგ დროს „იწამლებიან სცენის მტვრით“. ემოციებს კულისებს მიღმა ტოვებენ და პოდიუმზე სხვა ადამიანები გამოდიან იმ გრძნობით, რაც უკვე ნაპოვნი აქვთ.

თუ მოდელი პოდიუმზე ინდივიდუალური პიროვნება არ არის, ის ყურადღებას ვერ დაიმსახურებს, თუნდაც სანუკვარი პროპორციები ჰქონდეს. ინდივიდუალიზმია, რაც მოდელებს „ბარბის“ თოჯინებისგან განასხვავებს. პოდიუმზე მთავარია როგორ იხდენს მოდელი იმას რაც აცვია…

მოკლედ ძალიან დამღლელი დღის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ძალისხმევა წყალში ჩამეყარა და კასტინგის ფინალში ვერ გავედი…

© Sputnik / Levan Avlabreliკასტინგი
Журналист меняет профессию - модель - Sputnik საქართველო
კასტინგი

არ მიმიღო პოდიუმმა და საბოლოოდ თავი ისევ  დიდი კოკოს სიტყვებით დავიმშვიდე: „ამბობენ, რომ ქალები ისევ ქალების გამო იმოსებიან და რომ მათ ამას მეტოქეობის სურვილი შთააგონებს. ეს სიმართლეა, მაგრამ ქვეყნად მამაკაცები რომ არ არსებობდნენ, ისინი შეწყვეტდნენ შემოსვას“…

ყველა ახალი ამბავი
0