ხანძარმა ბათუმში, ე. წ. "იტალიურ ეზოში" რამდენიმე სახლი თითქმის სრულიად გაანადგურა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები შემთხვევის ადგილიდან
ხანძარი ცნობილ სასტუმრო-სამორინე Leogrand-თან ახლოს გაჩნდა, რომელიც ასევე დაიწვა 2017 წლის ნოემბერში. "იტალიურ ეზოში" ხანძარმა 400 კვ. მეტრის ფართობი მოიცვა. შედეგად შვიდი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ქალაქის მერია მათ დროებით საცხოვრებელს გადასცემს.

ბათუმის ცენტრში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილმა ხანძარმა ქართული მედიის ყურადღება მიიპყრო

ხანძრის ჩაქრობაში ათობით მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა

თვითმხილველების თქმით, ეზოს შიგნით გაჩნდა, რომელშიც განთავსებული იყო რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები

შემდეგ ხანძარი საცხოვრებლებსაც მოედო

ხანძრისგან 400 კვ. მეტრის ფართობი დაზიანდა

უსახლკაროდ დარჩა შვიდი ოჯახი

ხანძრის ლიკვიდაცია რეკორდულ დროში მოხერხდა

მიმდებარე სახლების მცხოვრებები შიშობდნენ, რომ ხანძარი მათ შენობებზეც გავრცელდებოდა

ბევრმა მათგანმა ეზოში ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხანძრისგან დასაცავად გატანა დაიწყო

ქონების ნაწილი შენარჩუნდა დამწვარ სახლებშიც

ხანძრის მიზეზი ამ დროისათვის ირკვევა, მიმდინარეობს გამოძიება

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა

ხანძრის ადგილთან ახლოს მდებარეობს სასტუმრო-სამორინე LEOGRAND, რომელიც 2017 წელს ასევე დაზიანდა ხანძრისგან

ხანძრის ჩაქრობისას დაშავდა ერთი მაშველი, რომელიც ინტოქსიკაციით საავამდყოფოში გადაიყვანეს

სამედიცინო დახმარება ასევე ორ მოსახლეს დაჭირდა - ერთ-ერთს მაღალი წნევის გამო, მეორეს კი - სისხლში შაქრის დონის აწევის გამო

როგორც ქართული მედია იუწყება, ხანძრის შედეგად დაიწვა სამი სახლი

ხანძრის ლიკვიდაციისთვის გამოიყო სამი სახანძრო ბრიგადა და რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა

საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია