საქართველოს სანატრელი სასიძო, „ქართველი გოლიათი" დაქორწინდა

© photo: AFP 2020 / Chai Hin GOHლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 წლის ოლიმპიური ჩემპიონი დაქორწინდა

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა სპორტმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ცოლი მოიყვანა.

ოლიპიური ჩემპიონის რჩეულია ანალიტიკური გამოცემა IAIP-ის დირექტორის, გოჩა მირცხულავას ნათესავი. მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში გამართული დღესასწაულის ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„აჰა, ჩემი მეოთხე ქალიშვილი და რიგით მეორე სიძე. ბედნიერება და წარმატებები ანუკის და ლაშას", — დაწერა მირცხულავამ ახალდაქორწინებულების ფოტოზე.

ლაშა ტალახაძე არის ოლიმპიური ჩემპიონი (2016), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2015, 2017) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (2016-2018). ასევე, ქართველი სპორტსმენი 2017 წელს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

„ქართველი გოლიათის" რჩეულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა, ასევე, ის არ არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0