თბილისში ტურისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გარბენში მიიღებენ მონაწილეობას

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარბენი პროგრამის „იყავი აქტიური საქართველოში" ფარგლებში თბილისის გარეუბანში გაიმართება

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატურ გარბენში მონაწილეობას მიიღებენ სასტუმროების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები და ტურისტები. გარბენი 29 აპრილს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიება ჩატარდება პროგრამის „იყავი აქტიური საქართველოში" ფარგლებში. მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე, ხოლო გარბენი — 11:00 საათზე. რეგისტრაცია უფასოა.

ყველა მონაწილეს გადაეცემა მაისური და სერტიფიკატი, ხოლო ვინც განსაკუთრებით გამოიჩენს თავს გარბენისას, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

სვანეთი - Sputnik საქართველო
The Guardian სვანეთზე: ალპებზე უკეთესი

სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

ორგანიზატორი არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, მსოფლიო სამედიცინო ტურიზმის ასოციაცია საქართველოში და საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსი.

პროგრამა „იყავი აქტიური საქართველოში" 2018 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში წელს დაგეგმილია არაერთი სპორტული ღონისძიება, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისკენ არის მიმართული.

მთელი წლის განმავლობაში საქართველოში დაგეგმილია გარბენების სერია, კონფერენციები და სხვა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0