საქართველოში პირველი გასტრონომიული მუზეუმი იხსნება

© Photo: Courtesy of Barbarestanქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუზეუმში წარმოდგენილი იქნება როგორც XIX-XX საუკუნეების ყოფის ნივთები, ისე ექსპონატები, რომელთა გასინჯვაც შესაძლებელი იქნება

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დაბა წოდორეთში პირველი გასტრონომიული მუზეუმი გაიხსნება.

პროექტის ავტორია კულინარი ესმა კუნჭულია, რომელიც საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ცნობილია, როგორც რესტორან "მარანი წოდორეთში" მფლობელი და ჟურნალის "პირველი კულინარი" დამაარსებელი. პროექტი განხორციელდება საქართველოს ხელოვნების სასახლის მხარდაჭერით.

"საკვები მხოლოდ კულინარია არ არის, ესაა ფენომენი, რომელმაც სხვადასხვა ხალხის კულტურაში ჰპოვა ასახვა. გასტრონომიას თავიანთ ნაწარმოებებს უძღვნიდნენ მხატვრები, მწერლები, კომპოზიტორები. ჩვენი ამოცანაა, ქართულ გასტრონომიაზე მეტი საინტერესო ფაქტი მოგაწოდოთ", — განაცხადა პირველი გასტრონომიული მუზეუმის თანაორგანიზატორმა, ხელოვნების სასახლის წარმომადგენელმა ლელო ჭიჭინაძემ.

"ხაჭაპური ჰამბურგერის ნაცვლად": ქართულმა კერძმა ნიუ-იორკი დაიპყრო">>

გახსნის დროისთვის მუზეუმი სამ ნაწილად დაიყოფა. პირველი ნაწილი იქნება ძველი ქართული სახლის ანალოგი, სადაც წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის საწნახელი, სპილენძის ქვაბი და ყოფის საგნები, რომლებსაც იმ პერიოდში იყენებდნენ. მეორე ნაწილი იქნება ნუგბარისა და ჩაის ოთახი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ჩაის სხვადასხვა სახეობა. სტუმრები ადგილზე შეძლებენ გასინჯონ ექსპონატები.

სადღესასწაულო სუფრა - Sputnik საქართველო
ქართული სამზარეულოს რომელ კერძს სთავაზობს New York Times-ი

მესამე ნაწილი დაეთმობა იმ ადამიანთა ნივთებს, რომლებსაც შეხება ჰქონდათ XIX საუკუნის საქართველოს გასტრონომიულ კულტურასთან, მათ შორის არიან დავით სარაჯიშვილი, მიტროფანე ლაღიძე, სტეფანე ზუბალაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე, ასევე ფრანგი არქეოლოგი და ეთნოგრაფი ბარონ დე ბაი, რომელმაც დაწვრილებით აღწერა რთვლის პროცესი. მუზეუმში ასევ იქნება წარმოდგენილი ფოტოები, სტატიები და ნაწყვეტები თემატური წიგნებიდან.

გასტრონომიულ მუზეუმში ასევე გამოფენენ მეფე სოლომონის ხალიჩის ასლს, იაკობ გოგებაშვილის ფაიფურის ჭურჭელს, საარქივო ხელნაწერებში ნაპოვნ ძველ რეცეპტებს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საქართველოსთვის უჩვეულო მუზეუმი საყვარელი ადგილი გახდება არა მხოლოდ ადგილობრივევბისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.

ორგანიზატორები თანდათანობით ექსპონატების დამატებასა და საგამოფენო სივრცის გაზრდას აპირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0