ანდრო ივანოვი: რუსეთთან მეგობრობა ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას არ ნიშნავს

© Photo: courtesy of Miriam Bright ჟურნალისტი ანდრო ივანოვი
ჟურნალისტი ანდრო ივანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში ეროვნებათა სახლში ჟურნალისტ ანდრო ივანოვის წიგნის „რუსეთი–საქართველო. საუკუნეები ერთად“პრეზენტაცია გაიმართა.
ანდრო ივანოვი: რუსეთთან მეგობრობა ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმას არ ნიშნავს

„ჩემი წიგნი რუსულ-ქართული ურთიერთობების მოკლე ისტორიულ ანალიზს წარმოადგენს… რუსეთი ევროპის უდიდესი ნაწილია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ რუსეთთან მეგობრობა არ ნიშნავს ევროინტეგრაციაზე უარის თქმას და არ უნდა დავივიწყოთ დიდებული რუსთაველის სიტყვები — „ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“. მხოლოდ მეგობრობაში და სიყვარულში შეიძლება იყოს მშვიდობა“, — უთხრა ანდრო ივანოვმა Sputnik საქართველოს ჟურნალისტს.

ანდრო ივანოვი თავის წიგნში მოგვითხრობს იმ ადამიანებზე, ვისი ცხოვრებაცა და პროფესიაც საქართველოსა და რუსეთთან დაკავშირებული აღმოჩნდა. ესენი არიან გამოჩენილი ექიმები, პიანისტები, მევიოლინეები, საოპერო მომღერლები, მხატვრები, რეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები და მღვდელმსახურები.

ყველა ახალი ამბავი
0