იზორია: ქართველი სამხედროები მშვიდობის უზრუნველყოფის საქმის ერთგული რჩებიან

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროების როტაცია ავღანეთში
ქართველი სამხედროების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 872 სამხედრო მონაწილეობს

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველო — ერთ-ერთი მოწინავეა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ავღანეთში სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“  (Resolute Support), განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა ბათუმში, სადაც ორშაბათს დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი თემაზე „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“.

ქართველი ინსტრუქტორები ავღანელ სამხედროებს ამზადებენ >>

„ჩვენ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული ვრჩებით მომავალშიც, მათ შორის ჩვენი კონტრიბუციით მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისა უზრუნველყოფის საქმეში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია საერთაშორისო მისიებში ჩენი სამხედროების მონაწილეობა. და ჩვენ ამ ვალდებულებას მომავალშიც თქვენთან ერთად ერთგულად გავაგრძელებთ“, — განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ქართველმა გვარდიელებმა ნორვეგიაში მერვე რეგიონის საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრი უახლოეს მომავალში ვიზიტებს იორდანიასა და ავსტრალიაში გეგმავს.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის. საქართველოს მხრიდან მისიაში ამ ეტაპზე 872 სამხედრო მონაწილეობს.

როუზ-როსის 97-ე სემინარს იზორიას გარდა ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

როუზ-როსის (Rose-Roth) სემინარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში 1990 წელს ორგანიზაციის პრეზიდენტმა, აშშ-ის კონგრესმენმა ჩარლი როუზმა და სენატორმა ბილ როსმა დააარსეს.

ყველა ახალი ამბავი
0