მასშტაბურ ღამის ნახევარმარათონში The Great Batumi Night Race ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. გამარჯვებულები გახდნენ კენიის, ირანის, ბელარუსისა და საქართველოს წარმომადგენლები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გაიმართა გარბენი
გარბენში მონაწილეობდა 34 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი და მოყვარული. საქართველოს წარმომადგენელმა შეჯიბრებებში მესამე ადგილი მოიპოვა

ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ნახევარმარათონში მასშტაბური ღამის ბათუმის ნახევარმარათონი The Great Batumi Night Race

გარბენში მონაწილეობდნენ ბავშვებიც - ისინი, უფროსებთან შედარებით, უფრო მოკლე დისტანციას გარბოდნენ

მარშრუტის მანძილი 21 კილომეტრს შეადგენდა

ბავშვებისათვის ორი გარბენი გაიმართა. 6-9 წლის ასაკის ბავშვებმა 500 მეტრიანი მანძილი დაფარეს, ხოლო 10-13 წლის ბავშვებმა - 1 კილომეტრიანი

გარბენში მონაწილეობდნენ სპორტსმენები და მოყვარულები 34 ქვეყნიდან

სააგენტო Sputnik-საქართველო ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია

ნახევარმარათონში მონაწილეობა მიიღო Sputnik-საქართველოს რეპორტიორმაც

ათასობით მონაწილე - ნახევარმარათონის ორგანიზატორების აზრით ღონისძიების პოპულარობის შესანიშნავი მაჩვენებელია

ფინიშზე მონაწილეებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები ეგებებოდნენ

გარბენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს

ნახევარმარათონი 18:00 საათზე დაიწყო და გვიანობამდე გაგრძელდა

გარბენში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

უფროსებისათვის მარათონის ორი ტიპი მოეწყო: ნახევარმარათონი 21,1 კილომეტრიანი მანძილით და "მხიარული გარბენი" 10 კილომეტრიანი მანძილით

მარათონის მარშრუტი სპეციალურად შედგა ისე, რომ ქალაქის სტუმრებს დისტანციის დაფარვისას შეძლებოდათ დამტკბარიყვნენ ბუნებითა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებით

ნახევარმარათონის გამარჯვებულები გახდნენ კენიის, ირანის, ბელარუსისა და საქართველოს წარმომადგენლები

მარათონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციაა, ასევე ბათუმის მსოფლიო რეკლამა