თუნიაშვილი: რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ხარისხიან სათამაშოს ვერ ყიდულობს

© photo: SputnikSputnik Грузия
Sputnik Грузия - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ტრენინგ-ცენტრის ფსიქოლოგი და ტრენერი ანა თუნიაშვილი გადაცემა „იმედის დღეში“ საუბრობს სათამაშოების როლზე ბავშვების ცხოვრებაში.
თუნიაშვილი: რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ ხარისხიან სათამაშოს ვერ ყიდულობს

„სათამაშოები სხვადასხვა უნარების განვითარებას უწყობს ხელს, ეს შეიძლება იყო შემეცნებითი, როდესაც ბავშვები სწავლობენ პრობლემების გადაჭრას სათამაშოების გამოყენებით, ასევე, ბავშვებს უვითარებს წარმოსახვას და შემოქმედებით უნარს. სათამაშოები მშვენიერია, ასევე, ფიზიკური განვითარებისთვისაც“,- ამბობს თუნიაშვილი.

როგორც თუნიაშვილი განმარტავს, სათამაშოს შერჩევისას მნიშვნელოვანია, აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. იმ შემთხევევაში, თუ მშობელი ვერ ყიდულობს ძვირადღირებულ  და ხარისხიან სათამაშოებს, მას შეუძლია ბავშვთან ერთად ხელნაკეთი სათამაშოები დაამზადოს.

ყველა ახალი ამბავი
0