რა აჩუქა მამუკა ბახტაძემ ბილ გეიტსს

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძის შეხვედრა ბილ გეიტსთან
მამუკა ბახტაძის შეხვედრა ბილ გეიტსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს შეხვდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში გამართული ვახშმის ფარგლებში შედგა, რომლის მასპინძელიც სწორედ გეიტსი იყო. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბილ გეიტსს სიმბოლური საჩუქარი — ვეფხისტყაოსანი გადასცა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანიშვილის ქალიშვილთან რომანი უარყო

მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 18 აპრილს გაემგზავრა. ის შეხვდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მმართველ დირექტორს ალესტერ ვილსონს (Alastair Wilson), შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტ, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრ იოჰან შნაიდერ-ამანს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს, რობერტ ბლაუს (Robert Blau), მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორ ფრენკ ჰიმსკერკს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
დამუხრუჭებული მუხრუჭი... ანუ მთავრობის „ყვითელი ბარათი“ ბანკირებს!

მამუკა ბახტაძემ სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა „სარტყელი და გზა“ ინიციატივაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაწილეობის გაზრდის საკითხებს და რომელშიც ახალი აბრეშუმის გზის იდეის განვითარებაში ჩართული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

ფინანსთა მინისტრი მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის საგაზაფხულო შეხვედრაში. დაგეგმილია მოლაპარაკებები ინვესტორებთან, რომლებიც მომავალ წელს საქართველოში გეგმავენ საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას რეალურ და ლოგისტიკის სექტორებში.

ბილ გეიტსი ჟურნალ Forbes-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა შორის მეორე ადგილზეა — მისი ქონება 91,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0