სერგეი ლავროვი „სკრიპალების საქმისა“ და სირიის ქიმიური შეტევის შესახებ

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ დგას სირიაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფალსიფიკაციის მიღმა, „სკრიპალების საქმე“, აშშ-ის ავიაიერიში სირიაზე, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მომავალი შეხვედრა და თუ რატომ არ იქნება ომი რუსეთსა და აშშ-ს შორის.

ამ თემებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს, ინტერვიუს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აქვეყნებს.

— თქვენ ამბობდით, რომ რუსეთს აქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა — არა highly likely, როგორც ამას ინგლისელები ამბობენ, არამედ უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ქიმიური შეტევა ქალაქ დუმაზე იყო იმ ერთი ქვეყნის მიერ ინსცენირებული, რომელიც რუსოფობების რიგში პირველია. მოგვიანებით ეს ქვეყანა დაასახელა კონაშენკოვმა — საუბარია დიდ ბრიტანეთზე. როდის და რა მტკიცებულებები შეგვიძლია წარვუდგინოთ დიდ ბრიტანეთს?

— იცით, მტკიცებულებები, პრინციპში უკვე ჭარბად გვაქვს. დავიწყოთ იმ ვიდეოთი, რომლიდანაც ყველაფერი აგორდა და რომელიც, ალბათ, მთავარ საფუძვლად იქცა იმ შეტევისთვის, რომელიც ამერიკელებმა, ინგლისელებმა და ფრანგებმა წამოიწყეს, დაბომბეს რა, როგორც თვითონ ამბობენ, ქიმიური იარაღის მწარმოებელი და შესანახი ობიექტები.    
ალბათ, ობივატელისთვისაც გასაგებია, რომ თუ იცი, სად მდებარეობს ქიმიური იარაღის საწყობი, მისი დაბომბვა ნიშნავს მხოლოდ ერთს: შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა იმ არემარეზე მცხოვრებლებისთვის.
ვიდეოზე მშვენივრად ჩანდა, რომ არაფრით დაცული ადამიანები — ზოგ მათგანს მხოლოდ მარლის პირბადე ეკეთა — წყალს ასხამენ პატარა ბიჭებს, ვიღაც ხალხს. ჩვენმა სამხედროებმა, როცა აღმოსავლეთ გუტის ეს ნაწილი გაათავისუფლეს, იპოვეს ორი ექიმი, რომლებიც ჰოსპიტალში მუშაობდნენ, რომლებმაც ვიდეოზე საკუთარი თავები ანახეს და უამბეს მათ, როგორ შეცვივდნენ ვიღაც ადამიანები ყვირილით, რომ ქიმიური შეტევა დაიწყო და ყველამ წყალი უნდა გადაისხასო. ეს იმ ადამიანებმა თქვეს, რომლებსაც არ დაუფარავთ სახე, რომლებმაც ვინაობა გაამჟღავნეს.
აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ Euronews-ს ვუყურებდი, აჩვენეს ქალი, რომელსაც სახეცა და სხეულიც დაფარული ჰქონდა, მხოლოდ თვალები ჩანდა ვიწრო ჭრილიდან. სახელი არ უთქვამს. ხელი ეკიდა ვიღაც ორ ბიჭზე და ამბობდა, რომ ეს მისი შვილები არიან, რომ მათ უსიამოვნო სუნი შეიგრძნეს და თავი ასტკივდათ; მერე კი თავადაც შეიგრძნო ეს სუნი და ქმარმა ბავშვები ექიმთან წაიყვანა. 
კითხვები მებადება: არ შეიძლება ამ ექიმთან გასაუბრება? რა ჰქვია ამ ქალს? ვინ არიან მისი შვილები და ა.შ. ამიტომაც, ის ინფორმაცია, რომელსაც ვხედავთ, დაწვრილებით უნდა გავაანალიზოთ — განსაკუთრებით ახლა, რათა გამოუცდელებად არ ჩაგვთვალონ.
გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ თავდაცვის სამინისტრომ, დუმის გათავისუფლების შემდეგ, აღმოაჩინა ქიმიური ნივთიერებების საწყობი, მათ შორის, გერმანიიდან შეტანილიცა და პორტ-დაუნში ნაწარმოებიც — სწორედ ქალაქ სოლსბერიში.  
ახლა სპეციალისტები იკვლევენ, რა არის ეს. მაგრამ იმას, რომ ვიდეოზე გადაღებული „თეთრი მუზარადების“ მიერ დადგმული ინსცენირება იყო, ამას არავინ მალავს.
„თეთრი მუზარადები“ კი მუშაობენ მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ბოევიკები აკონტროლებენ, ტერორისტების ჩათვლით — როგორიცაა „ჯებჰათ ან-ნუსრა. მათ კი ასეთივე პროვოკაცია ერთი წლის წინ ხან-შეიხუნშიც შეთითხნეს და საიდუმლო არ არის, რომ მათ დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები აფინანსებენ.
ყოველივე ეს ჩვენ საკმაოდ ვრცლად წარვუდგინეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასაც (OPCW)  და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსაც. პასუხად კი მხოლოდ ის მოვისმინეთ, რომ  ბრიტანეთის დადანაშაულების მცდელობა ყველა ზღვარს სცდება და ამაზე მსჯელობაც კი შეუძლებელია.
იმედი მაქვს, რომ ყველა გონიერი ადამიანი ხედავს განსხვავებას არგუმენტებსა და ფაქტებში.

— სირიაში OPCW-ის მისია იმყოფება. რამდენად პატიოსან ანგარიშს ელით?

— უბრალოდ პატიოსანი ანგარიშიც საკმარისი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ მთელი რიგი მოთამაშეები ცდილობენ, ხელი შეუშალონ OPCW-ის მუშაობას. ეჭვი არ გვეპარება, რომ OPCW-შიც, ჰააგაშიცა და სხვა მისიებშიც მაღალი კლასის პროფესიონალები მუშაობენ. მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამ წესიერი მეცნიერების, ექსპერტების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება სურდეთ — ეს იმიტომ, რომ ამის მტკიცებულებები გვაქვს.  სირიაში გაგზავნილი მისია, რომელსაც ბეირუთში სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოს წარმომადგენლები დახვდნენ ვიზების გადასაცემად და რომელსაც მეორე დილითვე უნდა გადაეკვეთა საზღვარი, შეყოვნდა, ვინაიდან შეტევა დაიწყო. ვიღაცას ძალიან არ უნდოდა, რომ მისია დროულად არ მოხვედრილიყო ადგილზე.
მისია ახლა დამასკშია. ორიოდე დღის შემდეგ იმ რაიონის დასათვალიერებლად, რომელიც OPCW-ის ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ, დაზვერვითი მისია შეუშვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქაურობა უსაფრთხოა. მათ თან ახლდნენ გაეროს წარმომადგენლებიც და ჩვენი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებიც.
მათი რაიონში ყოფნისას, ქალაქის იმ ნაწილიდან, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან ექსტრემისტები, სროლები დაიწყო. ისინი აშკარად გაფრთხილებულები იყვნენ, ვინ და რა მიზნით შევიდოდა რაიონში.
ახლა ვცდილობთ მივაღწიოთ იმას, რომ მისია შედგეს, მაგრამ ამასობაში ჩვენი სამხედროები სულ უფრო მეტ საინტერესო საგნებს პოულობენ. კერძოდ, ერთ-ერთ ბინაში ქიმიური ნივთიერებით, მგონი, ქლორით სავსე ავზი იპოვეს. ეს ბინა ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ავზი სათუთად გასწორებულ საწოლზე იდო. არანაირი კვალი იმისა, რომ ის ოთახში ზემოდან ან გვერდიდან შევარდა, არ აღმოჩნდა. ის კარიდან შეიტანეს და დადეს. ყველაფერ ამის წარდგენა გვსურს OPCW-ს ექსპერტებისთვის, რათა მათ მხოლოდ ის ადგილი კი არ მოინახულონ, სადაც ხალხს წყალს სახამდნენ, არამედ ჩვენ მიერ ნაპოვნი ლაბორატორიაც, სადაც ევროპაში წარმოებული ქიმიური ნივთიერებები აღმოვაჩინეთ, და ის ბინაც, რომელშიც ქლორიანი ავზი იყო. 
დიდი იმედი მაქვს, რომ პროფესიონალიზმი თავისას გაიტანს. ჩვენ თავიდანვე ვიყავით მზად, პროფესიულად გვესაუბრა OPCW-თანაც და დასავლელ კოლეგებთანაც.

ქიმიურ ფონზე ამჟამინდელი დაპირისპირების პირველ ეტაპზე ფრანგებიცა და ამერიკელებიც დაინტერესდნენ, შეიძლებოდა თუ არა, რომ ადგილზე ჩვენს ექსპერტებთან და OPCW-ის წარმომადგენლებთან ერთად საკუთარი ექსპერტებიც გაეგზავნათ. მაგრამ, როცა ჩვენ თანხმობა განვუცხადეთ, შეთანხმების რეალიზების ნაცვლად შეტევა განხორციელდა. ასე რომ, ექსპერტებისგან პატიოსნებას ველით როგორც სირიის, ისე სოლსბერის შემთხვევაში. იქცა გრძელდება გამოძიება.

— შეიძლება თუ არა, რომ ექსპერტებს, უხეშად რომ ვთქვათ, რაღაც შეუგდონ, რაღაც მოაფრქვიონ ადგილზე და მისი შესწავლა შესთავაზონ?

— იმედი მაქვს, რომ ექსპერტები საკუთარ რეპუტაციას გაუფრთხილდებიან და ყურადღებით იქნებიან. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ ის მეთოდები, რომლებსაც ახლა ჩვენი დასავლელი პარტნიორები იყენებენ, არის „წელს ქვემოთ დარტყმა“. არც არაფრის გამორიცხვა მსურს და არც უმიზეზოდ ვინმეს დადანაშაულება.

— ემოციურად, ადამიანურად, რა განიცადეთ, როცა 11 წლის ბიჭი, ჰასან დიაბი დაინახეთ, რომელსაც უცბად დიდი ბიძიები შეესივნენ და მილით ცივი წყლის დასხმა დაუწყეს, მერე კი პირშიც რაღაცას აშხეფებდნენ?

— როგორც სტანისლავსკი ამბობდა, „არ მჯერა!“ მაგრამ თუ ადამიანურ გრძნობებზე ვსაუბრობთ, ამაზრზენია, როცა ბავშვებს ბინძური წამოწყებებისთვის იყენებენ.

— თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ უსაფრთხოების საბჭოში ჩვენი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლად მუშაობაშიც. წარმოგიდგენიათ, რომ ჰასან დიაბი და მისი მამა უსაფრთხოების საბჭოში გამოჩნდნენ მოწმეებად და თავიანთი ამბავი მოყვნენ? შეძლებს მსოფლიო მოუსმინოს ამ ადამიანებს, რომლებიც მოვლენების საკვანძო მოწმეები არიან?

— ეს საქმეს წაადგებოდა და ჩვენ მხარს დავუჭერდით ამ ნაბიჯს, რომელიც უპირველესად სირიის მთავრობამ უნდა გადადგას. ჩვენს დასავლელ კოლეგებს ხშირად შეაქვთ უსაფრთხოების საბჭოს დღის წესრიგში სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენელთა გამოსვლა, რომლებიც განსახილველი საქმის მოწმეებად მოიაზრებიან.   

— ესე იგი, ამგვარი პრაქტიკა არსებობს?

— დიახ. იყო შემთხვევები, როცა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სირიელები, ირანელები მოუყვანიათ სხვადასხვა დროს და ვიდეოხიდები მოუწყვიათ მათთან. ტექნიკური საშუალებები აჩენს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოების საბჭოს, გაეროს ღია სხდომებზე მათი წევრების ყურამდე მივიდეს ამა თუ იმ პირთა მოსაზრება, რომლებიც მოვლენის მოწმეები იყვნენ.
სხვათა შორის, ჩვენ ვეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ არა მხოლოდ სირიის, არამედ სხვა შემთხვევების მოწმეებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, მიმართონ უსაფრთხოების საბჭოს წევრებს. თუმცა, ამ კონკრეტულ საკითხში, ეს, რა თქმა უნდა, სირიის მთავრობის საქმეა, რაშიც აქტიურად დავუჭერდით მხარს.

– ყოველ შემთხვევაში, მამამ თქვა, რომ მზად არიან, წავიდნენ სადაც საჭიროა და დაამოწმონ ყველაფერი.
–დიახ, ვიცი.
–ასეა თუ ისე, ეს პროვოკაციაა, ეს ინსცენირება მასირებული სარაკეტო დარტყმებით დასრულდა. რამდენად დეტალურად, ზუსტად და დროულად მიიღო რუსეთმა გაფრთხილება, რომ სარაკეტო დარტყმა მზადდებოდა? გვქონდა საშუალება, რომ გარკვეული რაიონების ირგვლივ ჩვენი წითელი ხაზები მოგვენიშნა? პირდაპირი მნიშვნელობით წითელი ხაზები რუკაზე. რამდენად მტკიცედ ვიყავით მზად გვეპასუხა, თუ რაკეტები იქ, იმ რაიონებში არ მოხვდებოდა, რომლებზეც გაგვაფრთხილეს? მზად ვიყავით, ჩაგვეძირა მტრის გემები და ჩამოგვეგდო მათი თვითმფრინავები?

–ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დასავლეთის „სამეულის“ დარტყმების გეგმები განხორციელდებოდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა მკაფიოდ თქვა, რომ თუ ე. წ. კოალიციის რაიმე საომარი მოქმედებები რუს სამხედროებს დააზარალებს, მკაცრად ვუპასუხებთ. ამასთან, კანონიერ მიზნებად განვიხილავთ არა მხოლოდ თვითონ რაკეტებს, არამედ მის მსროლელ ტექნიკასაც. ეს ითქვა მკაფიოდ და არაორაზროვნად.
და, სხვათა შორის, მიკვირს, ჩვენი ზოგიერთი, თქვენი დასავლელი კოლეგები და, სინამდვილეში, ჩემიც, და ზოგიერთი ჩვენი მასობრივი საინფორმაციო საშუალება რატომღაც ჩვენს ელჩს მიადგა ლიბანში, ზასიპკინს, რომელმაც გენერალური შტაბის მეთაურის სიტყვები გაიმეორა. მან თქვა ის, რაზეც გენერალური შტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა გაგვაფრთხილა: რა მოხდება, თუ ზიანი მიადგებათ რუს სამხედრო მოსამსახურეებს. ამის მერე იყო კონტაქტები სამხედრო ხელმძღვანელობის დონეზე, გენერლების დონეზე, ჩვენ წარმომადგენლებსა და ამერიკული კოალიციის სარდლობას შორის. მათ ამცნეს, სად გვაქვს წითელი ხაზები, მათ შორის წითელი ხაზები დედამიწაზე – გეოგრაფიულად. ყოველ შემთხვევაში, შედეგები აჩვენებს, რომ მათ ეს წითელი ხაზები არ გადმოკვეთეს.

რაც შეეხება ამ სროლების შედეგებს, ისინიც ხომ ეჭვქვეშ დგას. ამერიკელი კოლეგები აცხადებენ, რომ თითოეულმა რაკეტამ მიაღწია მიზანს, ფრანგულმა რაკეტებმა მიაღწიეს მიზანს. ჩვენს გენერალურ შტაბს აქვს ძალიან მკაფიო სურათი, ჩვენ ვაკვირდებოდით ყველაფერს რეალური დროის რეჟიმში. და სტატისტიკაზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა წარმოადგინეს, მზად ვართ, პასუხი ვაგოთ. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ 105–ვე რაკეტამ მიზანს მიაღწია, წარმოადგინოს თავისი სტატისტიკა. ყოველ შემთხვევაში, იმის მტკიცებულება, რომ ჩვენი განცხადებები, დათვლა, ჩვენი არითმეტიკა არ არის უსაფუძვლო, ჩვენი სამხედროები ამას, როგორც ვიცი, სულ მალე წარმოადგენენ.

–მალე?

–იმედი მაქვს.

–გაუშვეს 103 რაკეტა. აქედან 71 ჩამოაგდეს. ტრამპმა განაცხადა, რომ ვიღაცას დაურეკა, ყველა რაკეტამ მიაღწია თუ არა ადგილს. და ხაზის მეორე მხარეს უპასუხეს: „დიახ, ყველამ, ბატონო პრეზიდენტო“. ვისთვის შეეძლო მას დაერეკა?

–არ ვიცი, ვის ურეკავს ასეთ შემთხვევებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენს პრეზიდენტს დარეკვა არ უწევს – მის წინაშე მოხსენებით შედიან, როცა მსგავსი რამ ხდება. ახლა მირჩევნია, არ ჩავუღრმავდე ამერიკის ადმინისტრაციის შიგნით მიმდინარე თემებს და იმას, თუ ვაშინგტონში ზოგიერთი ოფიციალური პირი როგორ ეპყრობა თავისი პრეზიდენტის პოზიციებსა და დავალებებს.

–სირიას მივაწოდებთ С-300–ს?

–ამის თაობაზე პრეზიდენტმა განაცხადა. ახლა არანაირი მორალური ვალდებულებები აღარ გვაქვს. გვქონდა მორალური ვალდებულებები, პირობა დავდეთ სადღაც 10 წლის წინ, რომ ამას არ გავაკეთებდით, ჩვენი ცნობილი პარტნიორების თხოვნით. და მივიღეთ მხედველობაში მათი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ამას ვითარების დესტაბილიზაცია შეეძლო, თუმცა ეს საშუალება თავდაცვითია. ახლა მორალური ვალდებულება აღარ გვაქვს.

–თქვენ ბრძანეთ, რომ არ გსურთ იმსჯელოთ ამერიკული ადმინისტრაციის შიგნით არსებულ ვითარებაზე, და მაინც, ამჟამინდელ კონფიგურაციაში, როდესაც ყველაზე მგრძნობიარე „მტრედი“ თეთრ სახლში „ცოფიანი ძაღლი“ მეტისია, ისეთი მდგომარეობა იქმნება, რომ შორს არაა აშშ–ის რუსეთთან პირდაპირი საომარი დაპირისპირება. რამდენად დიდია ასეთი დაპირისპირების რისკი?

–მე მაინც ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრ მეტისსაც და აშშ–ის შეიარაღებული ძალების შტატების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე დანფორდსაც ესმის, რომ რაღაც ქმედებები, რომლებსაც რუსეთისა და აშშ–ის პირდაპირი საომარი დაპირისპირების გამოწვევა შეუძლია, დაუშვებელი, მიუღებელია. ეს, ჩემი აზრით, იმდენად ცხადია, რომ არ შეიძლება, სამხედროებს ეს არ ესმოდეთ. როდესაც პოლიტიკოსები ქვეყნის ხელისუფლებას უბიძგებენ მეტი კონფრონტაციისკენ, მათ შორის მატერიალური, ეს უპასუხისმგებლობაა. ისინი ცდილობენ თავიანთ შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, იქ შიდაპარტიული ძალზე მწვავე ბრძოლა გრძელდება, და ეს კონგრესში ვლინდება, აქტიურად სპეკულირებს რუსულ ფაქტორზე იმის გაგებით, რომ არის ნიადაგი რუსოფობიულ საწყისებზე გაერთიანებისა. მაგრამ ეს კამპანია მაინც სულს ღაფავს. მას ხელოვნურად კვებავდნენ სრულიად უპრეცედენტო სანქციებით იმ გათვლით, რომ ამგვარი რაღაცებით ურთიერთობების განვითარების მათ პირობებს მივიღებდით, მაგრამ ეს, მინიმუმ, არაშორსმჭვრეტელობა და მიამიტობაა. და რას ამბობენ ისინი? გვინდა რუსეთთან კარგი ურთიერთობები, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აღიაროს ყველა თავისი ცოდვა და შეცდომა, ანუ ისინი თავიანთი უცოდველობიდან გამოდიან და რომ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, მხოლოდ რუსეთია დამნაშავე, რომელიც ყველას წინააღმდეგ წავიდა და რომელიც ახლა გამოდის, როგორც რევიზიონისტული ზესახელმწიფო და თანამედროვე მსოფლიო წესრიგს აკონტროლებს. თანაც, მსოფლიო წესრიგში ისინი სულ არ გულისხმობენ გაეროს წესდებას. ამაში გულისხმობენ იმას, რაც მათთვის აუცილებელია თავიანთი დომინირების შესანარჩუნებლად. მესმის: როდესაც რამდენიმე საუკუნე ისტორიული დასავლეთი, როგორც მას ვეძახით, ყველა საქმეს მსოფლიოში თავისი გადაწყვეტილებებით ასრულებდა, ახლა, როცა ძალის ცენტრები ჩნდება აზიაშიცა და ლათინურ ამერიკაშიც, და რუსეთშიც – ის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა მსოფლიო არენაზე, როდესაც არ მოსწონთ, რომ ვიღაც საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს. თან, საუთარი ინტერესების დაცვა ჩვენ ულტიმატუმებით არ გვინდა, ჩვენ ვთავაზობთ მოიძებნოს ამ ინტერესების ბალანსი, რომ შევთანხმდეთ, ისინი კი ამბობენ: შევთანხმდებით მაშინ, როცა იტყვით, რომ ეთანხმებით იმას, თუ როგორაა მოწყობილი მსოფლიო ჩვენებურად. აი, საქმე რა არის. ასე რომ, თუ საომარი დაპირისპირების რისკებს დავუბრუნდებით, ჩემი აზრი ასი პროცენტით გამომდინარეობს იქიდან, რომ სამხედროები ამას არ დაუშვებენ, ამას არ დაუშვებს არც პრეზიდენტი პუტინი და დარწმუნებული ვარ, ტრამპიც. ისინი თავიანთი ხალხების მიერ არჩეული ლიდერები არიან, პასუხისმგებლობა აქვთ აღებული მშვიდობასა და სიმშვიდეზე.

–რუსეთის ასეთი ცივსისხლიანობა და ამტანობა ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. ბევრი მინახავს, ცივი ომიც, და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კრემლში რომ სხვა ადამიანი იყოს, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად შემობრუნებულიყო, რადგან პროვოკაციები ერთმანეთს ენაცვლება. რუსეთის პროვოცირებას ახდენენ. რუსეთი სულ უარს ამბობს ამ ცივი ომის მიღებაზე. და მაინც, თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი უკან მიდის, მე, პირადად კი, სხვა შეგრძნება მაქვს – დაძაბულობა იზრდება და პირდაპირი სიცრუე უკვე საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ინსტრუმენტი ხდება, ან ჩვენს პარტნიორებს არ უნდათ ამის გაგება, მოსმენა. კაბინეტში მაქვს „როსია–24“–ის, BBC, CNN–ის ეკრანი. და იმ დროს, როცა „როსია–24“ ატრიალებს რეპორტაჟს 11 წლის ბიჭუნას მონაწილეობით, რომელიც ამ რგოლში თავისდაუნებურად მსახიობი აღმოჩნდა და ყვება იმაზე, თუ როგორ იყო ეს, რომ მას მისცეს ფინიკი, ნამცხვარი და ბრინჯი. თითქოს, გაიხსნა ეს პროვოკაცია. და აქ BBC ამ რგოლს ატრიალებს სარაკეტო დარტყმის გასამართლებლად, თითქოს არაფერი ესმის. და მაინც, რა უნდა მოხდეს, რომ ეს ვითარება განიმუხტოს?

–არ მითქვამს, რომ ეს კამპანია ეცემა, მე ვთქვი, რომ სულს ღაფავს. როცა ადამიანი დისტანციაზე გარბის, მას სუნთქვა სულ უფრო და უფრო უჭირს, მაგრამ გარბის, გარბის, მაგრამ ბოლოს ძალა მაინც ეცლება. ვფიქრობ, რაღაც მსგავსს ვადევნებთ თვალს, თუმცა მათ, ვინც ამ რუსოფობიულ კამპანიას აჩაღებს, სურთ ტემპის მომატება, მაგრამ ასე შეიძლება ქანცი სულ გამოგეცალოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. დარწმუნებული ვარ, ღირსეული რეაგირებაა საჭირო. ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვუპასუხოთ ჩვენი საკუთრების წართმევაზე, დიპლომატების გამოძევებაზე – ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ. მაგრამ უხეშობას არ ვაპირებთ და არც გავაკეთებთ – ეს ჩვენი პრეზიდენტის სტილი არ არის. ის ყოველთვის წინ იყურება, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია, არადა, სწორედ ამას ცდილობენ, უნდათ მისი რელსებიდან გადაყვანა, თავდაჯერებულობის წართმევა, ჩვენი გეგმების დანგრევა, რომლებიც უნდა განვახორციელოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა გვიყვირიან, ერთი ცნობილი სიბრძნე მახსენდება: „იუპიტერო, შენ ბრაზობ – ესე იგი, სტყუი“. იუპიტერი იქ, მართალია, არცთუ კარგად ჩანს, მაგრამ…

–და მაინც: როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ტრამპმა პუტინი თეთრ სახლში მიიწვია. არის რაიმე წინადადება, ცნობილია რაიმე თარიღი, ადგილი, განრიგი?

–იქიდან გამომდინარე ვმსჯელობთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას – ეს უკვე ცნობილია, საიდუმლო არ არის – აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ მას თეთრ სახლში იხილავს, შემდეგ მოხარული იქნება საპასუხო ვიზიტისა. და ამ თემას ის რამდენჯერმე დაუბრუნდა. ამიტომ ჩვენ ამერიკელ კოლეგებს მივანიშნეთ, რომ არ გვინდა, ვინმეს რამე მოვახვიოთ თავს და ასევე, არ გვინდა, არათავაზიანი ვიყოთ, და იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ასეთი წინადადებით მოგვმართა, ველოდებით მეტ დაკონკრეტებას.

–და?

–პრეზიდენტი პუტინი მზადაა შეხვედრისთვის.

–შეხვედრა მზადდება?

–ჯერ არა. მაგრამ თუ დაიწყება, აუცილებლად ვიტყვით. მე, უბრალოდ, ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ დონალდ ტრამპმა ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენჯერმე, ტვიტერშიც, საუბრის დროსაც აღნიშნა, რომ რუსეთთან უნდა გადაწყდეს საკითხები, რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვინდა, ეს სჯობს, ვიდრე არ გქონდეს კარგი ურთიერთობები და მხოლოდ სულელი ფიქრობს სხვაგვარად. ეს ყველაფერი ჩვენც გვესმის.

მაგრამ ამის პარალელურად, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ აშშ ეცდება მიაღწიოს სამხედრო დომინირებას კოსმოსში, მათ შორის, რუსეთის თავზე. ეს ხომ არ მიგვიყვანს შეიარაღებულ რბოლამდე კოსმოსში და როგორ პასუხს აპირებს რუსეთი?

–აშშ უკვე მრავალი წელია, ერთადერთი ზესახელმწიფოა, რომელიც ბლოკავს მოლაპარაკებების დაწყებას რუსულ–ჩინურ ინიციატივაზე, რომელიც ჩინელ კოლეგებთან ერთად განიარაღების კონფერენციაზე შევიტანეთ ჟენევაში – კოსმოსში იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ შეთანხმების შემუშავების დაწყებაზე. საუბარი არ არის კოსმოსის მილიტარიზაციის დაუშვებლობაზე, რადგან თანამგზავრებს სამხედრო მიზნებით ჩვენც ვუშვებთ, ამერიკელებიც და სხვებიც. ეს ცალკე თემაა. მაგრამ იარაღის განთავსება კოსმოსში ძალიან სარისკო იქნებოდა და შექმნიდა ახალ, სრულიად გაუთვლელ, არაპროგნოზირებად საფრთხეებს. ჩვენ ჩინელებთან ერთად ეს შეთანხმება შევთავაზეთ. ყველა მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად – გასაგებია, რომ ეს რთული სამუშაოა, მაგრამ პროექტი გვაქვს. ის საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, ღია ვართ, განვიხილოთ მუხლობრივად და მოვძებნოთ რაიმე ფორმულირება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევათანხმოთ ის და ხელმოწერაზე გავიტანოთ. ამას მხოლოდ ამერიკელები ბლოკავენ. ჩვენ, გვესმის რა მოვლენების ასეთი განვითარების საფრთხე, ახლა ველოდებით, როდის მომწიფდება პირობები მოლაპარაკებების დაწყებისთვის დოკუმენტზე, რომელიც იურიდიულ ვალდებულებებს ითვალისწინებს, ვაყენებთ პოლიტიკურ კონცეფციას – მოწოდებას, ყველამ განაცხადოს, რომ თითოეული ქვეყანა არ იქნება პირველი, რომელიც იარაღს გაიტანს კოსმოსში. არის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც შეგვაქვს. მას ხმების არსებითი უმრავლესობა აქვს, ამერიკელები წინააღმდეგი არიან, და ბევრი ამერიკელების მოკავშირე თავს იკავებს კენჭისყრის დროს. მაგრამ ეს პრობლემა არსებობს. თუ ეს საფრთხე მატერიალიზებული იქნება, საჭირო იქნება რაღაც ქმედებებისთვის მზადება, რომლებიც ცუდ სცენარებს აგვარიდებს თავიდან, როცა კოსმოსიდან დედამიწაზე ობიექტებს გაანადგურებენ. ეს დიდი პრობლემაა. ის მოიცავს თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღის თემასაც. და რაც უფრო მალე დაიწყება ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე ეს საუბარი პროფესიულად დიპლომატების, სამხედროების მონაწილეობით, მით უკეთესი იქნება მთელი კაცობრიობისთვის.
მაგრამ, რაც შეეხება მაიკ პენსის განცხადებას კოსმოსში სამხედრო დომინირების აუცილებლობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს, ეს გასაკვირიც არაა. დომინირება კი მათთვის ყველგან მიღებულია: არა მხოლოდ კოსმოსში, არამეს დედამიწაზეც, ხმელეთზეც, ცაშიც. ეს ჩაწერილია მათ დოქტრინალურ დოკუმენტებში. ასე რომ, აქ საკვირველი არაფერია, მაგრამ ვიმეორებ, ამ ლოგიკის გადატანა კოსმოსურ სივრცეში ძალზე სერიოზული რისკი იქნება მთელი კაცობრიობისთვის.

–ყოველ შემთხვევაში, ამერიკელები ჯერჯერობით არანაირ შეზღუდვებს არ გრძნობენ. უბრალოდ, მუშაობენ დომინირებაზე. და ცხადია, რუსეთმაც უნდა დაიწყოს ეს, რადგან შეზღუდვები არ არის?

–ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რას აკეთებენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები და ბუნებრივია, არ გვაქვს უფლება, უბრალოდ ვისხდეთ და გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ ამ ყველაფერს.

–ქიმიურ თემას თუ დავუბრუნდებით, მაგრამ უკვე ინგლისურ ნიადაგზე, ეს BZ–სთან დაკავშირებული ისტორია, როგორ მოგწონთ ეს ინტრიგა? რადგან ახლა უკვე უახლესი ინფორმაციაა, რომ BZ ხელონურად შეურიეს შვეიცარიის ლაბორატორიაში, რათა, თითქოსდა, შეემოწმებინათ პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და სხვა…

–ამას იმით ხსნიან, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა იმისთვის, რომ შეემოწმებინათ იმათი პროფესიონალიზმი, ვინც ამ ანალიზს ჩაატარებს. მაგრამ ახლა არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე. იქ მოხსენების ძრითადი ნაწილი კონფიდენციალური იყო. მაგრამ კარგად არის ცნობილი, რომ როდესაც OPCW –ს მიმართეს ტექნიკური დახმარებისთვის, ბრიტანელებმა უბრალოდ კი არ მისცეს სინჯი შემთხვევის ადგილიდან, არამედ უთხრეს: „აი, თქვენ სინჯი, იპოვეთ მასში რაღაც ქიმიური ნივთიერება“. ანუ, ეს შეკვეთილი იყო. და OPCW–ს ექსპერტებმა, ტექნიკური ფუნქციის შესრულებისას, დაადასტურეს, რომ ეს სწორედ ის ნივთიერება იყო, რომლებზეც ბრიტანელებმა უთხრეს მათ. მაგრამ ეს ნივთიერება ძალზე სუფთა სახით იყო, მაღალი კონცენტრაციით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის სინჯში ანალიზის წინ მოხვდა. რადგან ორიოდე კვირაში ის მეტაბოლიზმის გავლენის ქვეშ იქნებოდა და სულ სხვა შემადგენლობა ექნებოდა. ამის პარალელურად, შვეიცარიის ლაბორატორიაში, ქალაქ შპიცში, სინჯში, შეკვეთილ ნივთიერებასთან ერთად, აღმოაჩინეს ნივთიერება BZ–ს გარკვეული რაოდენობა, რომელიც მეორე კატეგორიის ნივთიერებებს განეკუთვნება. ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის თანახმად, ეს ნაკლებად საშიში ნაერთია, ვიდრე პირველ კატეგორიაში შემავალი ნივთიერებები. იქ ბევრი კითხვაა და უბრალოდ, მათზე პასუხის მიღება გვინდა. და თუ ის, რასაც ამ BZ–ზე გევუბნებიან, მართალია, განმარტონ. და ახლა, როდესაც ასეთი კითხვები ჩნდება, გვინდა ვნახოთ ანალიზების პირველადი შედეგები არა მხოლოდ შპიცის ლაბორატორიის, არამედ დანარჩენი სამი ლაბორატორიისაც, სადაც სინჯები პარალელურად გაგზავნეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ OPCW–ს ექსპერტებმა სინჯები აიღეს იმ ადგილებიდან, სადაც მათ ბრიტანელებმა მიუთითეს.

-ანუ, პირადად ბრიტანელების ხელიდან.

–    ბრიტანელების ხელიდან. ან იქ, მათი თანდასწრებით. ასევე არ იყო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მედიკოსების მხრიდან პაციენტების არანაირი საკუთარი, დამოუკიდებელი გამოკვლევა, ანუ ყველა მხოლოდ ბრიტანელ ექიმებს ეყრდნობიდა. კარგი, ბრიტანელები საკუთარ სამომავლო მოქმედებებში ღია რომ ყოფილიყვნენ, მათ რომ ეჩვენებინათ  საკუთარი კვლევების შედეგები. ისინი ხომ ყველაფერს საიდუმლოდ ინახავენ, ისე როგორც თავის დროზე „ლიტვინენკოს საქმე“ გაასაიდუმლეს. მასალები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. და კითხვებიც, რა თქმა უნდა, გროვდება. ჩვენ დაახლოებით ხუთი ათეული კითხვა მოვამზადეთ, რომლებიც ძალიან პროფესიონალურია. პასუხად კი გვეუბნებიან: „არა, თქვენ თავიდან ჩვენს კითხვებს უპასუხეთ“. მათ კი კითხვა ერთი, უფრო სწორად ორი აქვთ: „ეს პუტინმა გიბრძანათ თუ თქვენ უბრალოდ დაკარგეთ კონტროლი საკუთარ ქიმიურ არსენალზე“? რომელ ქიმიურ არსენალზე? რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ უკვე  განადგურებული ან ვერიფიცირებულია? მათ დაიწყეს ბრალდებების წამოყენება, მათ შორის, პრემიერ–მინისტრის თანაშემწემ ნატოს გენმდივანს ღია წერილი მისწერა. რატომ? საიდან? მაგრამ ამ წერილში მას მოჰყავს მონაცემები, რომლებმაც, როგორც ისინი თვლიან,  ყველა უნდა დაარწმუნოს ინგისელთა არგუმენტების სისწორესა და ჩვენდამი წამოყენებულ ბრალდებებში. სხვა საკითხებთან ერთად იქ ნათქვამია, რომ სამხედრო ქიმიური პროგრამა რუსეთში საიდუმლოდ ხორციელდებოდა ნულოვან  წლებში. რაღაც იქ განადგურდა – ის, რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ხაზით  იყო გაცხადებული – მაგრამ იყო კიდევ საიდუმლო პროგრამა. მას ხელმძღვანელობდა – შემდეგ ვიღაცამ თქვა – პირადად პუტინი. მაგრამ თუ ეს ასეა, თუ ამ დროის განმავლობაში ამის შესახებ მათ იცოდნენ, მიდით ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში, ატეხეთ განგაში, მოითხოვეთ რომ ჩვენ  ასე ვთქვათ ჩვენი დასჯა. ისინი კი ჩუმად იყვნენ. ამ წერილში ამტკიცებენ, რომ ადამიანების მართვის მეთოდი კარის სახელურზე  ყოველგვარი მომწამვლელი ნივთიერებების  წასმა შემუშავებული იყო  როგორც „ტრეიდმარკი“, როგორც ჩვენი საფირმო იდეა და რომ ეს ძალიან ადრე იყო. მაგრამ მათ თუ იცოდნენ, რომ ჩვენი საფირმო იდეა კარის სახელურის დახმარებით მოწამვლა იყო, და თუ მათ ეგრევე სწორედ  ჩვენ დაგვადანაშულეს სკრიპალების მოწამვლაში,  მაშინ  მათ სკრიპალების  სახლის კარის სახელურის შესახებ რატომ  გაიხსენეს სადღაც, ჩემი აზრით, მეოთხე კვირას, თავიდან კი გამოიკვლიეს  ხან ტაქსი, ხან სკამი, ხან რესტორანი. ანუ ესეც შეუსაბამობაა. და სხვა ბევრიც.  ამასთან ამბობენ, რომ ლამის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი  სადაზვერვო სამმართველო წლების განმავლობაში თვალს ადევნებდა იულია სკრიპალის ელექტრონულ ფოსტას. მაგრამ ასეთი რამ რომ ამტკიცო, შენც უნდა ადევნო თვალი იულია სკრიპალის ფოსტას. ასე რომ, აქ ისინი რამდენად მეტადაც  შეეცდებიან გამართლებას, იმდენად უფრო მეტი კითხვა გაჩნდება.

–მაგრამ, თუ ისინი სინჯს იღებენ, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ მასზე რამე გააკეთონ, იქ ასხამენ BZ–ს ან რამე ს კიდევ. ანუ ეს ეხება სინჯს, როგორ ვთქვა, ფამილარულად,  არც ვიცი. უფრო მეტიც, ამ სინჯის შერჩევის დარედაქტირება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ დადასტურებული არ არის. ანუ ისინი იქ თავიდან ხან რას ასხამენ, ხან რას და შემდეგ აძლევენ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. როგორღაც ეს ორგანიზაცია რაღცნაირად სულელურ მდგომარეობაშია? რა გამოიკვლიეს მაშინ მათ?

–მე არ ვამტკიცებ, რომ მათ შეასხეს, რომ ისინი შეეცადნენ შეცდომაში შეყვანას…

– მაგრამ მათ ხომ თავად თქვეს, რომ შეასხეს BZ.

– კი–კი. მაგრამ ჩვენ გვინდა გავიგოთ, ეს რამდენად შეესაბამება პროცედურებს, რადგანაც ის, რაც ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში ლონდონის მიწვევით იმყოფებოდა და ეს ორგანიზაცია იქ როგორ მუშაობდა, ეს არ ჯდება იმ მკაცრ, ძალზე ზუსტ პროცედურებში, რომელსაც ითვალისწინებს ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენცია. მაგრამ ჩვენ ბრალს არ ვდებთ. ჩვენ რამდენიმე ათეული კითხვა დავსვით. ჩვენ მათზე პასუხების მიღება გვინდა – პასუხები პროფესიონალი და ზრდასრული ადამიანებისგან. ჩვენ პროფესიული საუბარი გვსურს. არ ვიცი, შეიძლება ლოდინი დაგვჭირდეს, ბრიტანეთის მთავრობაში პროფესიონალები როდის გაჩნდებიან. ჯერჯერობით, საუბარი არ გამოგვდის.

– მაშ კარგი, ახლა კი ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ მამიკომ –  როგორც ნათქვამია, თავად აირჩია ცხოვრების ასეთი „ფათერაკიანი“ გზა, მაგრამ იულია ხომ ამას არ ფიქრობდა. გამოდის, რომ ის იქ რამდენიმე დღით წავიდა და მამისგან გათხოვების წინ დალოცვის მიღება უნდოდა, ყველაფერი კი აბსოლუტურად სხვანაირად დატრიალდა. ახლა კი ვიღაც მისი სახელით კემბრიჯულ ინგლისურზე წერილებს წერს და საერთოდ, ადამიანი დაიკარგა, ანუ ეს სრული დრამაა. ის რუსეთის  მოქალაქეა. მის გეგმებში იქ დარჩენა არ შედიოდა, მან ბინაში რემონტი გააკეთა, მას ჰყავს ძაღლი, საქმრო, წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა და ა შ. ეს როგორაა საერთოდ?

– ვთვლი, რომ ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია. ჩვენ არაერთი ოფიციალური ნოტა გავაგზავნეთ რუსეთის მოქალაქესთან პირადი კონტაქტის უზრუნველყოფის მოთხოვნით, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი, რასაც მისი სახელით ჩვენ ინგლისელები გვეუბნებიან, სიმართლეა. ჯერჯერობით ჩვენ ამის დაჯერება არ შეგვიძლია. და თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი უკვე სცილდება არამარტო  ეთიკურ, არამედ სამართლებრივ პროცედურებს. „მას თქვენთან ურთიერთობა არ სურს“, აი, მან ეს განაცხადა. მაგრამ მას ეს არ უთქვამს, ჩვენ ეს არ გაგვიგონია. ის საკუთარ  ბიძაშვილ ვიქტორიას, მგონი ასე ჰქვია, წუთნახევარი ტელეფონით ესაუბრა. ვიქტორიამ ამის შესახებ რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა. და ის, ვიქტორია, ღელავდა იმის გამო, როგორი ხმა ჰქონდა იულიას. ასე რომ, თუ იულიას ჩვენთან დაკავშირება არ სურს, მაშინ ჩვენ გვინდა, რომ ეს თავად იულიამ გვითხრას.
ბევრ სიტუაციებში, როცა ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყანაში მიდიან ან პრობლემები ექმნებათ, ჩვენ კი მათთვის საკონსულო დახმარების შეთავაზება გვსურს, ისინი კი უარს ამბობენ, – ჩვენ ამაში პირადი პაემნის ფარგლებში ვრწმუნდებით. დაე, ეს იყოს 10 წამი, ის იტყვის: „დიდი მადლობა, მაგრამ არ მჭირდება თქვენი დახმარება“.
სერგეი სკრიპალთან დაკავშირებით – თქვენ თქვით, რომ მან თავად აირჩია ეს გზა. იცით, რომ ის გასამართლებული იყო, მგონი სადღაც ოთხი წელი მოიხადა. და სწორედ მაშინ მოხდა გაცვლა იმაზე, რასაც ჩვენთან „ჩაპმანის ჯგუფს“ ეძახიან: რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. და ეს გაცვლა მოხდა, ის გათავისუფლდა, საკუთარ ახალ სამშობლოში გადავიდა და ცხოვრობდა. თუ ვინმეს მოუნდებოდა რუსეთის ფედერაციაში – როგორც ახლა ამბობენ, თქვენთან, ერთადერთებთან  იყო  მოტივი – თუ ვინმეს მისი თავიდან მოცილება მოუნდებოდა, მაშინ რატომ გავცვლიდით მას ჩვენს მზვერავებზე?
იცით, მე ბევრი მზვერავი–მეგობარი მყავს, მე ძალიან ვაფასებ ჩვენს ურთიერთობებს, ვაფასებ მათ სპეციალობას. და ახლა როცა მესმის, რომ, მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგიერთი  ჩვენი პოლიტოლოგებისგან, მათ ასე დავარქმევ, განცხადებებს  იმის შესახებ, რომ მოღალატეების განადგურება, ლიკვიდირება  წმინდა საქმეა – ეს მართლა შეურაცხმყოფელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სადაზვერვო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერ დაზვერვაში თქვენ გეტყვიან: თუ ადამიანი გაცვალეს, მასზე ხელის ხლება არ შეიძლება. მორჩა. საკითხი დახურულია. მან, არ ვიცი, „შური იძია“ თუ არა. და ეს მზვერავებმა ძალიან კარგად იციან.

–მე არ ვგულისხმობ, რომ მისი განადგურებაა საჭირო. მან თავად აირჩია მისი გზა, მან აირჩია თავისი პარტნიორები. სწორედ ეს პარტნიორები უკეთებენ მას ყველაფერს, რაც სურთ. აი, ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, გზა. იულიას შემთხვევაში კი, საერთოდ. და აქ დაპირებები  „ძალას კარგავს“?

– აქ?
– კი, თქვენ  ხომ ამბობდით, რომ ეს ისტორია დუმასთან ბევრ შემთხვევაში „ძალას კარგავს“ და  აქ, ამ შემთხვევაში?

–უმეტეს შემთხვევაში, თუ გავაანალიზებთ იმას, რასაც ისინი ჩვენს ძალზე კონკრეტულ კითხვებს პასუხობენ, აღნიშნავენ ყველაფერს როგორც გამოგონილს და ამტკიცებენ, რომ არავის აქვს გამოცდილება, უფრო ზუსტად, შესაძლებლობა ასეთი ნივთიერების  წარმოების, არავის აქვს გამოცდილება ასეთი ნივთიერების  არამართლებრივი მიზნებისთვის გამოყენების და არავის აქვს მოტივი. აი, რას ამბობს ბორის ჯონსონი, და ეს საგნის უცოდინრობაა. შეეძლოთ ერთ თვეზე მეტი ხნის  განმავლობაში ეთხოვათ ან წარმოედგინათ პროფესიონალური ცნობები. ეს ეგრეთწოდებული „ახალბედაა“, ეს კლასიფიკაცია ჩვენს მიერ მოფიქრებული არაა. მას ასე დასავლეთში დაარქვეს. დიახ, ჩვენ ვმუშაობდით ამაზე და ერთ–ერთი შემქმნელი მირზაიანოვია. ის ემოგრაციაში აშშ–ში წავიდა, გამოაქვეყნა ეს ფორმულა. ეს ნივთიერება იყო დაპატენტებული და სხვადასხვა ინსტიტუტების – ბიოლოგიურის და ქიმიურის, შეერთებული შტატების გამოყენებაში იყო. მისი წარმოება ელემენტარულია. ახლა  აღმასრულებელი საბჭოს (ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია – რედ.) სხდომა იყო და ჩვენ კითხვა დავსვით იმის შესახებ, თუ ქალაქ შპიცში არსებული ლაბორატორია, რისი გარკვევაც ჩვენ მოვახერხეთ, როგორ დარწმუნდა იმაში, რომ ეს სწორედ ის ნივთიერებაა, რომელზეც საუბარი მიდის? ესე იგი, მას პროტოტიპი ჰქონდა ან, როგორც ამას ეძახიან, მარკერი. თქვეს: არა, მას ფორმულა მისცეს. და ეს ლაბორატორია რამდენიმე დღის ან შეიძლება საათის განმავლობაში ამ  ნივთიერების სინთეზირებას ახდენდა. ანუ მისი შექმნა არ საჭიროებს დიდ შრომას და ბევრ ფორმულებს, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს იქნა გამოქვეყნებული. ასე რომ, აქაც აბსოლუტურად გაურკვეველია, ბრიტანული კაბინეტის პატივცემული წევრებისთვის, პრემიერ–მინისტრის ჩათვლით, რატომ არავის შეუძლია ამ ინფორმაციის მიწოდება?

–მსოფლიო დღის წესრიგში არის კიდევ  ერთი თემა, რომელიც ფართოდ განიხილება: ორი კორეის სამიტი.  პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ის უახლოეს კვირაში კიმ ჩეინს შეხვდება. მიდის შეხვედრის ადგილის  შერჩევა და რუსეთი ამისთვის საკუთრ ტერიტორიას სთავაზობს.

–არა, მე არაფერი მსმენია ამის შესახებ. ეს შეიძლება ვიღაცის ფანტაზიაა.  დასახელდა რამდენიმე ევროპული ქვეყანა, დასახელდა მონღოლეთი, დასახელდა დემილიტარიზებული ზონის საზღვართან ერთი სოფელი.

–ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი (ტერიტორია — რედ.შენიშვნა)?

– არა. არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხში უნდა ვიაქტიუროთ, რაიმე ინიციატივა უნდა გამოვავლინოთ.. ეს არის სამიტი, რომელსაც ალბათ ყველა ელოდება, რადგან ეს არის ნაბიჯი საომარი კრიზისის პერსპექტივიდან, ამ პრობლემის სამხედრო გადაწყვეტიდან — კორეის ნახევარკუნძუის პრობლემიდან. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის სტარტს მისცემს დაძაბულობის დეესკალაციის პროცესს.

რეალურად, როცა დაახლოებით ერთი წლის წინ, გასული წლის ივლისში რუსეთმა და ჩინეთმა წამოაყენეს საგაო რუქის გეგმა, იქ სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ დაწყებულიყო დიალოგი ორ კორეას შორის და ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის და შექმნილიყო რაიმე ჩარჩო, რომელიც საშუალებას მისცემდა მხარეებს განეხილათ ურთიერთ პრეტენზიები და შეშფოთებები. ჩვენ ყველას გვსურს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია. მაგრამ ეს სხვადასხვაგვარად შეიძლება განხორციელდეს. რასაც ჩვენ ეხლა ვკითხულობთ ამერიკის ადმინისტრაციის შიგნით მიმდინარე საუბრებზე, ეს აჩვენებს, რომ იქ ბევრი მსურველია ეს სწრაფად გააკეთოს. არამგონია სწრაფად გამოვიდეს, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ, როცა შეთანხმება ამჟამად — დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. და აი მაისში, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს სერტიფიცირება, რომ სანქციების შეჩერება გაგრძელდება, და თუ არა, ეს იქნება იმ შეთანხმებიდან გამოსვლა.

ამიტომ, ალბათ, ფხენიანში უყურებენ ამ რუქას და ცდილობენ მოირგონ. ასეა თუ არა, აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული დენუკლეარიზაცია, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ, ეს არის არც ისე უბრალო მოლაპარაკებების პროცესი. რადგან, სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა მოითხოვს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. რა სახით — ახლა თქმა შეუძლებელია. მგრამ ესეც რა თქმა უნდა კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგრამ გავიმეორებ: ეს დიალოგი კარგი იქნება ორი ლიდერის შეხვედრაზე თუ დაიწყება. შემდეგ კი არც ისე უბრალო სამუშაო გველის, რომლის ნაწილიც აუცილებლად უნდა იყოს უფრო ფართო მაშტაბის დისკუსია ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მექანიზმებზე. ეს უკვე რუსეთის, ჩინეთის და რა თქმა უნდა იაპონიის მონაწილეობით, როგორც თავის დროზე მოილაპარაკეს ექვსმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეებმა. ჩვენ ასევე მივესალმებით აპრილში დაგეგმილ სამიტს ორ კორეას შორის და ასევე როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მაის-ივნისში დაგეგმილ ამერიკა-ჩრდილოეთკორეის სამიტს.

- თქვენ დიალოგზე საუბრობთ. ხომ არ გრძნობთ თავს ძველმოდურად შემდგარ რეალიებში? ტრამპი ამობს, მაგრამ ტრამპი ხომ ამ შეხვედრაზე დიალოგისთვის არ მიდის, იგი ულტიმატუმით მიდის. მან უკვე თქვა, რომ თუ საქმე არ წავა, იგი მაგიდიდან ადგება და მიატოვებს ან შეხვედრას, რომელ დიალოგზეა საუბარი? თქვენ კი ასე ვთქვათ, რომანტიულად აზროვნებთ დიალოგის კატეგორიებით. მე მესმის, რომ ეს კეთილშობილურია, მაგრამ რამდენად ახლოა რეალობასთან? ის ხომ ულტიმატუმებით მოდის.

— ჩვენ არ შეგვიძლია ამ შეხვედრის ჩაშლა გვსურდეს. ამასთან, ვფიქრო იცით, სერიოზული საუბრის დაწყების წინ, როცა რინგზე გამოდიან მოკრივეები და ბრძოლის დაწყებამდე იწონებიან და "მამლაყინწობენ" ერთმანეთის პირისპირ, შემდეგ კი ბრძოლა იწყება. ბრძოლის შემდეგ, კი ეხვევიან და ულოცავენ ერთმანეთს. არ მინდა პირდაპირი ანალოგიები გავატარო, მაგრამ ფსონების აწევა სერიოზული საუბრის დაწყების წინ, ეს ხომ ახალი არაა მსოფლიო დიპლომატიაში. ვნახოთ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0