გლდანის ბაზრებში ვადაგადასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს - ვიდეოკადრები

© press-service of the National Food Agencyხორცი ბაზარში
ხორცი ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. გლდანის აგრარული ბაზრების, შპს „მერკადოსა“ და შპს „სუზალას“, ხორცის სარეალიზაციო პავილიონების შემოწმებისას, ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა, იუწყება ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნული დარღვევების გამო ორივე  შპს დაჯარიმდა. სააგნტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედვედელბით, დაილუქა და განადგურდა მავნე და ვადაგასული პროდუქტი.

 

დალუქულია მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის 200 კგ-ზე მეტი იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

„2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში. ამავე პერიოდში, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით, განადგურდა 7243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები“, — აცხადებენ სურსათის ეროვულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო კვლავ აგრძელებს ხორცის სარეალიზაციო პავილიონების შემოწმებას. 


ყველა ახალი ამბავი
0