ფული ბიუჯეტიდან: მმართველი პარტიის სატელიტები თუ დამსახურებული დაფინანსება

© photo: Sputnikლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერები წინააღმდეგი არიან იმ პარტიების სიის გაფართოებისა, რომლებიც სახსრებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარტიათა რაოდენობა იზრდება.

ამჟამად ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ და თუ მათ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3% მიიღეს.

საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო
როგორ ნაწილდება საქართველოში ფინანსები პარტიებზე

შესწორებების ამოქმედების შემდეგ, ამ პარტიების გარდა დაფინანსებას მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ, თუ მათმა კანდიდატმა მოიგო არჩევნები ერთმანდატიან ოლქში და შეიქმნა ფრაქცია პარლამენტში.

ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს 18 პარტია. წელიწადში ისინი დაახლოებით 9 მლნ ლარს იღებენ.

ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდა. თუმცა, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, რაც მას ვეტოს დაძლევის საშუალებას აძლევს.

„ეს ცვლილებები გათვლილია „ქართული ოცნების“ სატელიტებისთვის სოლიდური დაფინანსების ჩუქებისთვის. ეს იმდენად დიდი პოლიტიკური უტიფრობა და აფერისტობაა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ვთვლით, რომ პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

მასმედიის მონაცემებით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ დაფინანსება თითქმის გაორმაგდება.


ყველა ახალი ამბავი
0