როგორ ეწყობიან თბილისელები სამსახურში

CC0 / Pixabay / ქალი სამუშაო მაგიდასთან
ქალი სამუშაო მაგიდასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები სამსახურში, ძირითადად, ახლობლების რეკომენდაციით ეწყობიან და დასაქმებულთა უმრავლესობა საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებულია

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისელები სამსახურში ყველაზე ხშირად ახლობლების რეკომენდაციით ეწყობიან, ამას ანალიზისა და კონსულტაციების ჯგუფ ACT-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობს. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა (55%) აცხადებს, რომ ახლობელი ადამიანების დახმარებით დასაქმდა, ხოლო 12% — ინტერნეტში გამოქვეყნებული ვაკანსიის შესახებ განცხადებით. თვითდასაქმებულია გამოკითხულთა 5%, კიდევ 5%-მა განაცხადა, რომ მათ დასაქმების კომპანიები დაუკავშირდნენ. დანარჩენებმა სხვადასხვა პასუხი გასცეს.

თბილისში დასაქმებულთა უმრავლესობა საკუთარ კვალიფიკაციას საკმაოდ მაღალ შეფასებას ანიჭებს. სახელდობრ, გამოკითხულთა 60% დარწმუნებულია, რომ უფროსის ჩანაცვლება და მისი მოვალეობების წარმატებით შესრულება შეუძლია, 40% აცხადებს, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სამუშაო პროცესში ინტერნეტით დასაქმებულ თბილისელთა მხოლოდ 37% სარგებლობს.

ყველაზე ხშირად სამსახურში ინტერნეტით სარგებლობენ  25-34 წლის ადამიანები (65%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება 65 წლის და მეტი ასაკის დასაქმებულთა შორის (12%).

კვლევა თბილისის მასშტაბით 12-14 თებერვალს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა. სულ გამოკითხეს 403 თბილისელი.

ACT ანალიზისა და კონსულტაციების გლობალური კომპანიაა, რომელიც მოიცავს დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

ყველა ახალი ამბავი
0