როდის დაასახელებენ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და იგი პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება —  დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი – ჭორი თუ რეალობა

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

კობახიძის  განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება ჯერ ნაადრევია. 

„საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება. კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, – განმარტა  ირაკლი კობახიძემ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია  პრეზიდენტობის  ერთ–ერთ კანდიდატად თბილისის მერს, კახა კალაძეს განიხილავდა. თუმცა, კალაძემ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.


ყველა ახალი ამბავი
0