ომი არ იქნება — ლავროვი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვლადიმირ პუტინი მზადაა, შეხვდეს დონალდ ტრამპს.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ამერიკელი პოლიტიკოსები ცდილობენ, უბიძგონ ქვეყნის ხელმძღვანელობას რუსეთთან მეტი კონფრონტაციისკენ, მაგრამ ამერიკელ სამხედროებს ესმით, რომ საომარი შეტალები მაპროვოცირებელი ნაბიჯების გადადგმა დაუშვებელია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში. 

„მე მაინც ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრ მეტისსა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე დანფორდს ესმით, რომ მიუღებელია ნებისმიერი ისეთი ნაბიჯის გადაგმა, რომელიც რუსეთსა და აშშ-ის შორის პირდაპირ სამხედრო შეჯახებას გამოიწვევს“, — განაცხადა ლავროვმა.  

მინისტრის აზრით, ყოველივე იმდენად თვალსაჩინოა, რომ შეუძლებელია, სამხედროები ამას ვერ ხედავდნენ, და რომ მათ ეს სხვებზე უკეთ ესმით. 

„[პოლიტიკოსები] ცდილობენ, მიაღწიონ შიდაპოლიტიკურ მიზნებს. იქ გრძელდება სასტიკი ბრძოლა პარტიებს შორის და კონგრესში ეს თავს იჩენს. ისინი სპეკულირებენ რუსული ფაქტორით, ესმით რა, რომ მათი გაერთიანების ნიადაგი —  ეს რუსოფობიული საწყისებია“, — განაცხადა საგარეო უწყების პირველმა პირმა. 

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
აშშ-მა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პირობები დაასახელა

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი აღნიშნულ კამპანიას ხელოვნურად კვებავდნენ უპრეცედენტო სანქციებით, ფიქრობდნენ რა, რომ მსგავსი ნაბიჯებით რუსეთს აიძულებდნენ, მიეღო აშშ-ის მიერ შეთავაზებული პირობები ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით, „მაგრამ ეს, სულ ცოტა, მიამიტობა და არაშორსმჭვრეტელობაა“.  

„ისინი გვეუბნებიან, რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვინდაო, მაგრამ ამისთვის რუსეთმა ყველა ცოდვა და შეცდომა უნდა აღიაროსო. ანუ, ისინი საკუთარ უცოდველობას უსვამენ ხაზს და ყველაფერში, რაც დღეს ხდება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ადანაშაულებენ, რომელიც ყველას წინააღმდეგ წავიდა და იმ რევიზიონისტულ „დერჟავად“ წარმოჩინდა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო წესრიგს უწევს რევიზიას“, — განაცხადა ლავროვმ,ა.

მან იქვე განმარტა, რომ მსოფლიო წესრიგში ამერიკელები სულაც არ მოიაზრებენ გაეროს წესდებას, და რომ ამაში მათ ესმით ის, რაც დომინირების შენარჩუნების საქმეში ესახებათ აუცილებლად.  

მინისტრმა ლავროვმა აღნიშნა, რომ ისტორიული დასავლეთი რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ყველა საქმეს ისე აგვარებდა, როგორც თავად მიაჩნდა საჭიროდ. ახლა კი, როცა ძალის ცენტრები გაჩნდა აზიაშიც, ლათინურ ამერიკაშიც და რუსეთიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა მსოფლიო არენაზე, მათ არ მოსწონთ, როცა ვიღაც თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს.  

„თანაც, ჩვენი ინტერესების დაცვას ულტიმატურად  ხომ არ ვცდილობთ. ჩვენ ვთავაზობთ, მოვძებნოთ ამ ინტერესების ბალანსი, რათა შევთანხმდეთ. ისინი კი გვეუბნებიან, მხოლოდ მაშინ შევთანხმდებით, როცა იტყვით, რომ ჩვენებურად მოწყობილ მსოფლიოში ყველაფერში გვეთანხმებითო. აი, ესაა საქმე“, — თქვა ლავროვმა.   

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
პომპეო: აშშ-სა და რუსეთს შორის რბილი პოლიტიკის დრო წარსულს ჩაბარდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში კვლავ დაუბრუნდა სამხედრო დაპირისპირების რისკის თემას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასი პროცენტით დარწმუნებულია იმაში, რომ ომი არ იქნება.

„სამხედროები ამას არ დაუშვებენ და, რაღა თქმა უნდა, ამას არ დაუშვებენ არც პრეზიდენტი პუტინი და არც — დარწმუნებული ვარ — პრეზიდენტი ტრამპი. რაც უნდა იყოს, ისინითავიანთი ხალხების მიერ არჩეული ლიდერები არიან და პასუხს აგებენ მათ წინაშე მშვიდობაზე“, — განაცხადა ლავროვმა.  

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე საუბრისას, რომელიც ვლადიმირ პუტინთან თეთრ სახლში მოლაპარაკებების გამართვას უკავშირდება, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს ეცნობა რუსეთის პოზიცია, რომ ქვეყანა განაცხადის კონკრეტიზაციას ელოდება.  

„პრეზიდენტი პუტინი მზადაა ამგვარი შეხვედისთვის“, — განაცხადა ლავროვმა და იქვე დაამატა, რომ ჯერჯერობით შეხვედრის სამზადისი არ მიმდინარეობს. 

„მე უბრალოდ მივაქცევ თქვენს ყურადღებას იმაზე, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა [ვლადიმირ პუტინთან] სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენჯერმე „ტვიტერზეც“ აღნიშნა და პირად საუბრებშიც დააფიქსირა, რომ რუსეთთან საკითხები უნდა გადაიჭრას, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები სურს, რაც კარგი ურთიერთობების არქონას სჯობს. მხოლოდ სულელი ფიქრობს სხვაგვარად. ეს ყველაფერი ჩვენც გვესმის“, — თქვა სერგეი ლავროვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0