„იაპონიის თოჯინების" გამოფენა „სიყვარულის ქალაქში" გაიმართება

© courtesy of Miho Neiman სიღნაღი
სიღნაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა საქართველოში „იაპონიის დღეების“ ფარგლებში ტარდება

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „იაპონიის თოჯინები“, რომელიც სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 21 აპრილი–31 მაისის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია მუზეუმის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. 

იაპონელი ქალი - Sputnik საქართველო
იაპონელი მამაკაცების ტრენდი: ცოლების შემცვლელად ნატურალური ზომის თოჯინები

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური ტრადიციული თოჯინები, ასევე თანამედროვე ოსტატების მიერ დამზადებული თოჯინები იაპონიის სხვადასხვა რეგიონებიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თოჯინებს, რომლებიც უკავშირდებიან იაპონურ ტრადიციულ თეატრალურ ხელოვნებას, როგორიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი. 

ექსპოზიციას 20 აპრილს გახსნის საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თადახარუ უეხარა.  დამთვალიერებლებისთვის გამოფენა ხელმისაწვდომი იქნება 21 აპრილიდან. ღონისძიების გახსნის ცერემონიას დაესწრება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0