საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ–კონგის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო

გამოწერა
ქართველი ჰოკეისტები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik.  საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ–კონგის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე დივიზიონში 11:1 მოუგო. თამაშები ამ დღეებში კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) მიმდინარეობს, ნათქვამია IIHF–ის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში ხუთი შაიბა გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. საკუთარ თანაგუნდელს არ ჩამორჩა ოლივერ ობოლგოგიანი. ფორვარდის აქტივში ოთხი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემაა.

ჰონკონგის კარში თითო–თითო შაობა გაიტანეს ივან შვეცოვმა და მიხეილ შალუნოვმა.

როლანდ სვანიძის ქვეშევრდომებისთვის ეს გამარჯვება ტურნირზე  ზედიზედ მესამეა. ადრე საქართველოს გუნდმა თურქეთის (6:2) და ბულგარეთის (5:3) ნაკრებები დაამარცხა.

ქართველი ჰოკეისტებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მატჩი ელოდება  – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის (20 აპრილი) და ტაივანის (22 აპრილი) გუნდებთან. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველოს გუნდი ტურნირის გამარჯვებული იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0