ხანძარი რესტორან „მაჭახელაში“ ლოკალიზებულია

© FB / Emergency Management Serviceხანძარი რესტორან "მაჭახელაში"
ხანძარი რესტორან მაჭახელაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
ხანძარი თბილისის ცენტრში, რესტორან „მაჭახელაში“ ლოკალიზებულია, მეხანძრეები განაგრძობენ მუშაობას

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები იუწყებიან, რომ ხანძარი მეიდანზე, პოპულარულ რესტორან „მაჭახელაში“ ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

რესტორნის სტუმრები ოპერატიულად იყვნენ ევაკუირებული, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

ხანძარს ებრძოდა დაახლოებით 60 მეხანძრე–მაშველი, 14 ავტოცისტერნა, ორი სამაშველო მანქანა და ორი სახანძრო ავტოკიბე.

ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0