თბილისში მოდის კვირეული იხსნება

გამოწერა
Tbilisi Fashion week–ის გახსნამდე რამდენიმე საათი დარჩა, მოდის სამყარო ქართველი დიზაინერებისგან სიახლეების მოლოდინშია

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik.  საქართველოს მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა – Tbilisi Fashion Week–ი ხუთშაბათს სტარტს აიღებს, ღონისძიების პირველი დღე ქართველ მსახიობ მედეა ჯაფარიძეს ეძღვნება.

ღონისძიება თბილისში 22 აპრილამდე გაგრძელდება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელობის ბაღში გაიმართება. 

ორგანიზატორები გააცოცხლებენ კადრებს ქართული ფილმიდან „ქეთო და კოტე", რათა მოდის კვირეულის  მე–17 სეზონი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი რომ იყოს.

Tbilisi Fashion week–ი უკვე მეცხრედ ტარდება. რამდენიმე წლის უკან ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ყოველი სეზონის გახსნა ლეგენდარულ ქართველ ქალებს მიუძღვნან, რომლებმაც საკუთარი სილამაზით, განსაკუთრებული გემოვნებითა და სტილით საზოგადოებას დაამახსოვრეს თავი –  სოფიკო ჭიაურელი, ნინო რამიშვილი, ელენე ახვლედიანი. 

ოთხი დღის განმავლობაში დედაქალაქში დაახლოებით ოცი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები. მათ შორის არიან: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, MakMari. ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ თბილისელების წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი "1377".

თბილისის მოდის კვირეული ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დასრულდება.

თბილისის მოდის კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების გამოვლენას — 20 აპრილს დამწყებ დიზაინერთა კონკურსში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით ათი დამწყები დიზაინერი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან პრიზებს მიიღებენ. 

დიზაინერ Salome-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში - Sputnik საქართველო
საქართველო მოდის მთავარი მოვლენისთვის ემზადება: რითი გაგვაოცებს Tbilisi Fashion Week?

ჩვენებების გარდა გაიმართება სხვა ღონისძიებებიც: Martini და Sobranie afterparty, ატელიე „მარტას" აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის" თემაზე; პრეზენტაციები Flying Painters, Ethere accessoire; ახალგაზრდა არტისტების გამოფენა Authentic ArtLab თემაზე „ელემენტარული ნაწილაკები".

ამას გარდა, მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ექსპოზიცია „ქართული სამოსი", რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა: Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L"officiel Ukraine, Harper"s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც არიან: H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D"AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco), Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

თბილისის მოდის კვირეული ჩატარდება თბილისის მერიის, კულტურისა და სპორტის, ეკონომიკისა და მდგრადი გამვითარების სამინისტრობის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და პროექტის Check in Georgia მხარდაჭერით.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0