თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. კასპში 26 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა კასპში გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა 27 წლის დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დაღუპულის ძმა აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული რამდენჯერმე არის ნასამართლევი. მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მოკლულს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს