თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების თავდამსხმელმა და „ბასკონიის“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თურქული „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ ევროლიგის ფლეი–პფის პირველ მატჩში 16 ქულა მოიპოვა, მაგრამ მისმა გუნდა სტამბულში გამარჯვება მაინც დათმო ანგარიშით 73:82.
მასპინძლებმა აქტიურად გამართეს მატჩის პირველი ნახევარი და შესაბამისად, 17 ქულით დაწინაურდნენ კიდეც 43:26.
შესვენების შემდეგ ინიციატივა ხელში ესპანელებმა აიღეს და მატჩის მესამე და მეოთხე ნახევარი ანგარიშით 26:22 და 21:17 დაასრულეს. თუმცა, ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვებისთვის.
მოედანზე ერთ–ერთი ყველაზე აქტიური თორნიკე შენგელია აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების ფორმარდმა პარკეტზე 25 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 16 ქულა, 6 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მსგავსი ქულები დააგროვე თურქმა თავდამსხმელმა ბრედ ვანამაკერმა.
ევროლიგის მერვედფინალის მეორე მატჩი გუნდებს შორის სტამბულში 20 აპრილს გაიმართება.