საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სსფ-ის პროგნოზით, საქართველო ეკონომიკური ზრდით სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს, ასევე თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას და ბელარუსს უსწრებს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ)  საკუთარ ვებ-გვერდზე 2018-2023 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები განაახლა. 

განახლებული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის შეფასება ასეთია – ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 4.5 %, 2019 წლისთვის —  4.8%,  2020 წლისთვის —  5%,  2021-2023 წლებში კი  – 5.2%. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს

აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს, ასევე თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას და ბელარუსს უსწრებს.

2018-2023 წლების პროგნოზის მიხედვით  საქართველოში ეკონომიკური ზრდა 29.9%-ს აღწევს. შედარებისთვის, თურქეთში ეს მაჩვენებელი 22.8 %-ს შეადგენს.

სსფ-ს მონაცემებით, მაღალია ეკონომიკური ზრდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში.  2018-2023 წლებში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები თურქმენეთსა და უზბეკეთს ექნება,  საქართველოზე ნაკლები ზრდა კი,  ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთშია ნავარაუდევი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (International Monetary Fund)   საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე  ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს განვითარებად ქვეყნებს.


ყველა ახალი ამბავი
0