ავსტრიული კომპანია საქართველოში ინვესტიციებს ზრდის

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ტრეილერი
სატვირთო ტრეილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
ავსტრიელი ინვესტორები საქართველოში საქმიანობის გაფართოებას აპირებენ

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში თავისი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

ინვესტიციები საქართველოში - Sputnik საქართველო
ინვესტიციები საქართველოში: რეკორდი მოხსნილია

კომპანია Gebrüder Weiss-მა ლოგისტიკური ტერმინალი თბილისში 2013 წელს გახსნა. მის მშენებლობაში 10 მლნ აშშ დოლარი იყო ინვესტირებული. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ყველაზე მსხვილი პრემიუმ–კლასის ტერმინალია სამხრეთ კავკასიაში.

„ჩვენ ვაპირებთ დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ ჩვენი ლოგისტიკური ტერმინალის გაფართოებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი განვითარების შემდგომ ფაზაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ქვეყნის წარმატებები და აღნიშნა, რომ დაინტერესებულია ლოგისტიკის სექტორის განვითარებით. საქართველოში ლოგისტიკური ტერმინალის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ორიოდე წლის წინ მივიღეთ, სწორი აღმოჩნდა“, – განაცხადა ზენგერ–ვაისმა პრემიერთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, კომპანია კმაყოფილია უკვე განხორციელებული ინვესტიციებით და მიესალმება ქვეყანაში არსებული დინამიკის განვითარებას.

Gebrüder Weiss–ი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია ტვირთების სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვა, ლოგისტიკა და სხვა. კომპანიას მსოფლიოს 28 ქვეყანაში 150 ფილიალი აქვს, სადაც შვიდი ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.


ყველა ახალი ამბავი
0