აშშ-ში სირიის დაბომბვის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობდა ერთ-ერთი აქცია ნიუ-იორკში
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ანტისაომარი დემონსტრაცია გაიმართა. მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს აშშ-ის სირიასა და სხვა ქვეყნებში გამართული საომარი ოპერაციების წინააღმდეგ.

ნიუ-იორკსა და ამერიკის კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცოა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიის დაბომბვის საწინააღმდეგოდ

აქციის მონაწილეების თქმით, საომარი ქმედებები და დაბომბვა არცერთი ქმედებისთვის არ არის სწორი პასუხი

"დონალდ ტრამპის ადმინისტაციამ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევითა და უკანონოდ დაიწყო სირიის მოსახლეობის დაბომბვა. ოპერაციაში ჩაერთო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების ყველაზე დიდი შემადგენლობა, მათ შორის წყალქვეშა ხომალდები და ატომური ავიამზიდები" - ნათვამია ამერიკელი პაციფისტების მიმართვაში

როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება, ასევე სირიის სარაკეტო დაბომბვა არის დაუშვებელი, აცხადებდნენ მომიტინგეები. ხალხი იმედოვნებს, რომ სიტუაცია ძალიან არ გამწვავდება

14 აპრილის დილას აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს სირიის სამთავრობო ობიექტებზე. მათი აზრით, ზუსტად ეს ობიექტები გამოიყენება ქიმიური იარაღის შექმნისათვის

1,5 საათის განმავლობაში სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რომელთა დიდი ნაწილი სირიის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარმა ჩამოაგდო

სირიისათვის შეტევაზე საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაზე შეტევას დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტი უწოდა, მითუმეტეს, რომ ქიმიური შეტევები არ დადასტურებულა არც რუსი ექსპერტებისა და არც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ

"გაერთიანებული ეროვნული ანტისაომარი კოალიციის" მონაწილეებმა აშშ-ში ყველა თანამოაზრეს მოუწოდეს გამოთქვან პროტესტი და გამოტახონ საკუთარი აზრი სირიის დაბომბვასთან დაკავშირებით

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, მისი ქვეყანა ყველა საჭირო ზოზმას მიიღებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა როგორც ანტისაომარი დემონსტრაციის მონაწილეები ამბობენ, არ შეიძლება ამისათვის ახალი საომარი ქმედებების დაწყება სხვა ქვეყნების წინააღმდეგ