ხიდი საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო იქნება

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკში"ზემო ლარსი"
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის საზღვრის მიმართულებით გზაზე ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის დასრულების შემდეგ თბილისიდან მგზავრობა სამიდან ორ საათამდე შემცირდება

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ხიდის მშენებლობა, რომელიც, შესაძლოა, ევროპაში ყველაზე მაღალი ხიდების ათეულში შევიდეს, საკონტროლო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი–ზემო ლარსი“ მიმართულებით ახალ გზაზე იგეგმება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

პროექტს დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. ის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალზე 24–კილომეტრიანი ქვეშეთი–კობის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

„გზასთან ერთად დაგეგმილია გვირაბისა და ხიდის  მშენებლობა. ჩვენი დიზაინერების შეფასებით, ეს ხიდი მოხვდება ევროპის 10 საუკეთესო და ყველაზე მაღალ ხიდს შორის. დონორის შეფასებითაც, რეგიონში, ეს მათთვის გამორჩეული პროექტია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მოძრაობა რიკოთის გვირაბში - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი აშენდება

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტ ქვეშეთი–კობის განხორციელება ქვეყნის ტრანზიტული და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის აუცილებელია. უფრო ადრე სამინისტროში განმარტეს, რომ გზის ეს მონაკვეთი ტრანზიტული ტვირთებისთვის იქნება განკუთვნილი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი იქნება. გვირაბი დაიწყება სოფელ წკერესთან და დასრულდება სოფელ კობთან. პროექტი დროს თბილისიდან ლარსამდე ერთი საათით შეამცირებს. ამჟამად 170 კმ სიგრძის გზის გავლას 3 საათზე ცოტა მეტი დრო სჭირდება.

საპროექტო სამუშაოებს, რომელიც უკვე დასკვნით სტადიაზეა, მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

ავტომაგსტრალი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსი, ე. წ. საქართველოს სამხედრო გზა ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო გზაა. ზამთარში, რთული კლიმატური პირობების გამო, გზა ხშირად იკეტება, რაც დიდ პრობლემებს ქმნის მოგზაურებისთვის და ტვირთების გადაზიდვისთვის.


ყველა ახალი ამბავი
0