თბილისში ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ „მოხვდება"

© courtesy of Telasiელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზოგიერთი ქუჩის შუა ნაწილში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ავტომობილების გადაადგილების შეფერხებებს იწვევს

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik.  თბილისის  მერიამ ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა დაიწყოს ქუჩების შუა ნაწილში განთავსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დემოტაჟი და მათი მიწის ქვეშ გაყვანა. 

სტიკერი ავტომობილის მინაზე - Sputnik საქართველო
„სითი პარკი“ წავა და სხვა მოვა, ანუ „პარკინგული ცარცის წრე“

„ზოგიერთ რაონში და კონკრეტულ ქუჩებზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ავტომობილების გადაადგილების შეფერხებებს იწვევს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

პროექტის განხორციელება ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე იგეგმება.

იმედი მაქვს, პროექტს ძალიან მალე განვახორციელებთ და ამ კონკრეტული გზების გაფართოება მოხდება, რადგან იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება“, — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0