საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა თურქეთს მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო

© FB / Georgian Ice Hockey Federationჰოკეის საქართველოს ნაკრები
ჰოკეის საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჰოკეისტები სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჰოკეის უფრო მაღალ დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვიან

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს ნაკრებს ანგარიშით 6:2 მოუგო მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში, რომელიც კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) დაიწყო, ნათქვამია ვებგვერდ IIHF-ზე გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს ნაკრებში თითო დუბლი ალექსანდრ ვასილენკომ და ოლივერ ობოლგოგიანმა გაიფორმეს. თითო გოლი გაიტანეს ივან შვეცოვმა და ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ქართველი ჰოკეისტების მომდევნო მეტოქე ტურნირზე ბულგარეთის ნაკრები გახდება.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში ასპარეზობს ექვსი ნაკრები: საქართველო, ბულგარეთი, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ჰონგ-კონგი და ტაივანი. ტურნირის გამარჯვებული დაწინაურდება და მომდევნო სეზონს მეორე დივიზიონში გაატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0