თბილისი Caucasus Build 2018–ს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამოფენა Build
გამოფენა  Build - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება კავკასიის რეგიონის მოწინავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობას იძლევა

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik.  თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 სამშენებლო ინდუსტრიის ოთხი  ათასზე მეტ წარმომადგენელსა და 150 მონაწილე კომპანიას შეკრებს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.  

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

გამოფენა საგამოფენო ცენტრ  „ექსპო  ჯორჯიას“  XI–ე პავილიონში 26–29 აპრილში გაიმართება.

Caucasus Build 2018 — რეგიონში მშენებლობის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა.  ეს იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისთვის, რათა ისინი  საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო ინდუსტრიაში ჩაერთონ, შეხვდნენ მოწინავე სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებსა და მომწოდებლებს. ბოლო წლებში აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მსხვილი საკომუნიკაციო პლატფორმაა ამ დარგში.

გამოფენა ყოველწლიურად  ათასობით  ვიზიტორს,  კორპორატიულ და კერძო კლიენტებს,  რეგიონალურ და საერთაშორისო სტუმრებს იზიდავს. 

კომპანიების წარმომადგენლები მომხმარებელს  სამშენებლო მასალების, სანტექნიკის, გათბობის სისტემისა და კონდიცირების, განათების,  ელექტრომოწყობილობის და სხვა მასალების ფართო სპექტრს შესთავაზებენ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0