ქეთევან ინჯგია: პირის ღრუს მოვლისთვის
„უშაქრო საღეჭ რეზინს გამწმენდი ფუნქცია აქვს, მაგრამ მხოლოდ ათი წუთის განმავლობაში, შემდეგ ის წარმოადგენს კარიესის გამომწვევ მიზეზს.“ — განაცხადა ქეთევან ინჯგიამ.
სტომატოლოგის განმარტებით, პირის ღრუს სავლების გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე აკრძალულია, რადგან არსებობს სამკურნალო სავლებები და ჰიგიენისთვის განკუთვნილი სავლებები, რომლებსაც კონკრეტული დანიშნულება აქვთ.