ქართული ფილმი-აპოკალიფსი ტოკიოს ფესტივალის პროგრამაში მოხვდა

© photo: 8 Minutes / FBკადრი ფილმიდან „რვა წუთი“
კადრი ფილმიდან „რვა წუთი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი „8 წუთი“ - ისტორია იმის შესახებ, როგორ იქცევიან ადამიანები, როდესაც იგებენ, რომ მზე 8 წუთში ჩაქრება

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ ტოკიოს ფესტივალის Short Shorts Film Festival & Asia საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, იუწყება პორტალი Cinemania.

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი რეჟისორების — გიორგი გოგიჩაიშვილის და დავით აბრამიშვილის სურათი ოსკარის პრემიის პრეტენდენტი ავტომატურად გახდება.

ფესტივალი Short Shorts Film Festival & Asia ტოკიოში 2004 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 31 მაისიდან 10 ივნისამდე გასტანს. 

რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
რატი წითელაძის ფილმი ტრანსგენდერის შესახებ „ოსკარის“ ნომინანტების ნუსხაშია

მანამდე ფილმ-აპოკალიფსი „8 წუთი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების მანჰეტენის XX ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ხოლო სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე, რომელიც ავსტრალიაში 2017 წლის 18-28 სექტემბერს ჩატარდა, „8 წუთი“ საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად დასახელდა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, გმირები შეიტყობენ, რომ მზე რვა წუთში ჩაქრება. აპოკალიფსის მოლოდინში მთელ მსოფლიოს ქაოსი მოიცავს და აბსოლუტურ სიმშვიდეს მხოლოდ 60 წლის გია ინარჩუნებს. მარტოხელა მამაკაცი, რომელიც თბილისში წყნარი და მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს, გადაწყვეტს ვაჟთან დაკავშირებას მათი რთული ურთიერთობების მიუხედავად. სატელეფონო საუბრის დროს გია შეიტყობს, რომ მისი შვილი ჩრდილოეთ პოლუსზე ექსპედიციაში იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცი ვერც კი ხვდება, რომ რამდენიმე წუთში მსოფლიოს წყვდიადი მოიცავს. მამამისმა ვერ გაბედა ეთქვა მისთვის კატასტროფის მოახლოების შესახებ და ყურმილი დაკიდა. წამის შემდეგ გია ხვდება, რომ გულხელდაკრეფილი ვერ იჯდება ერთ ადგილას, მან რაღაცა უნდა მოიმოქმედოს — ის ხომ ჯადოქარია! 

მთავარი როლი ფილმში ქართველმა მსახიობმა სლავა ნათენაძემ შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0