ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა პროდუქტების საწყობი თევდორე მღვდლის ქუჩის სასაწყობე კომპლექსის ტერიტორიაზე. იხილეთ ფოტოლენტაში, თუ რა მდგომარეობაა საწყობში

დამწვარი ხეები, მარილის ტომრები კედელთან და ავეჯის სხვადასხვა ნაწილები - ეს არის რაც გადარჩა ძლიერი ხანძრის შემდეგ

სასაწყობე კომპლექსის ტერიტორიეაზე ბევრი სხვა მსგავსი შენობაა, თუმცა, საბედნიეროდ, ცეცხლს ისინი არ დაუზიანებია - ხანძარს გავრცელების საშუალება არ მისცეს

ხანძრის შედეგად დაახლოებით 600 კვადრატული მეტრის ფართობი დაზიანდა. თევდორე მღვდლის ქუჩაზე ეს პირველი ხანძარი არაა ბოლო პერიოდში - ცოტა ხნის წინ აქ ბაზარი დაიწვა

საწყობში ხანძარის ჩაქრობაში დაახლოებით 50 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მონაწილეობდა

ხანძრის გაჩენის მიზეზი დგინდება. ხანძრის დროს წვიმდა, რაც შესაძლოა იმის მიზეზიც გახდა, რომ ახლოს მდებარე შენობები არ დაზიანდა

საწყობში ინახებოდა ძირითადად მარილი, თუმცა იყო სხვა პროდუქტებიც

შენობა, სადაც ხანძარი იყო, მნიშვნელოვნად დაზიანდა

მარილის ტომრები, რომლებიც დაწვას გადაურჩა

გამოძიება ხანძრის გაჩენის მიზეზს მალე დაადგენს

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

თუმცა დამწვარი ქონება აღდგენას არ ექვემდებარება

დამწვარი საწყობი თევდორე მღვდლის ქუჩაზე

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ხანძრის დროს დამწვრის სუნი მიმდებარე ქუჩებზეც გავრცელდა

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლი ზოგიერთი ახლო წერტილიდანაც კი არ ჩანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გამო

საბედნიეროდ, მეხანძრეებმა ოპერატიულად იმუშავეს - ხანძარმა მხოლოდ ერთი საწყობი დაწვა