თბილისში ღამით პროდუქტების საწყობი დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა ხანძრის ადგილას
სახანძრო მანქანა ხანძრის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ღამით სასურსათო პროდუქტების საწყობში ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ბრიგადა, მუშაობდა დაახლოებით 50 მეხანძრე მაშველი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კიევის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ტელეარხის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„იწვოდა დაახლოებით 500–600 კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართი, სადაც დიდი რაოდენობით მარილი იყო განთავსებული. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია“, – განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრე ქუჯაიძემ ტელეარხის ეთერში.

მისი თქმით, კითხვას, თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, გამოძიებამ უნდა უპასუხოს.


ყველა ახალი ამბავი
0