ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი გახაფხულზე
თბილისი გახაფხულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტული მოედნების მოსაწყობად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია ნაძალადევის რაიონის გაგეობის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ერთ-ერთი მოედანი, რომელიც ზღვის უბანში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბნის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, გამგეობა სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს. მიმდინარე წელს რეაბილიტირებული ხუთი მოედნიდან სამი ზღვის უბანში მდებარეობს. მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ“, —განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე, გამგეობის დაკვეთით, რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0