კახა კალაძე ვაკე-საბურთალოს რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

© FB / Tbilisi City Hallდედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეაბილიტირებული ნინო რამიშვილის ქუჩა ცალმხრივი გახდება

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ვაკე-საბურთალოს რაიონში, ნინო რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

პროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ხორციელდება, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობას და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას ითვალისწინებს. 

თბილისის მერის განცხადებით, რამიშვილის ქუჩა ცალმხრივი გახდება და ამ მიმართულებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უკვე მუშაობს. 

© FB / Tbilisi City Hallრამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

„ადგილზე პარალელურად იმუშავებს „ჯი-ვი-პი” და „თელასი”, რადგან კომუნიკაციები არასწორად იყო გაკეთებული. შეიცვლება განათებები, ბოძები და ბორდიურები. ტროტუარები გაფართოვდება, რადგან ქვეითად მოსიარულეებისთვის შეუძლებელი იყო თავისუფლად გადაადგილება. ვფიქრობთ, რომ ეს ქუჩა ცალმხრივი გავხადოთ და ამაზე მუშაობს ტრანსპორტის სამსახური”, — განაცხადა კახა კალაძემ.

 აღნიშნული პროექტის ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0