ავარია ოზურგეთში - ხუთი დაშავებული და ერთი გარდაცვლილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულები ამ დროისთვის „მედალფას“ კლინიკაში არიან გადაყვანილები.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება გურიიდან „Sputnik-საქართველოს“  კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა კორესპონდენტს განუცხადა, გარდაცვლილი  ბავშვია.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ამ დროისთვის ოზურგეთში, „მედალფას“ კლინიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს კლინიკაში განუცხადეს, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ოთხის კი — სტაბილური.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულებიდან სამი ზრდასრულია, ორი კი — ბავშვი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“).

 

ყველა ახალი ამბავი
0