ბათუმში ქალაქის მთავარ მებაღეს ძეგლი დაუდგეს

© FB / Zurab Pataradzeიასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნა
იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და იასონ გორდეზიანის შთამომავლები ესწრებოდნენ.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ბათუმის ბულვარში ქალაქის მთავარი მებაღისა და ცნობილი დეკორატორის იასონ გორდეზიანის ძეგლი  გაიხსნა, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.

იასონ გორდეზიანი (1876-1960 წ.წ.) ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კერძოდ, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში, რის დამთავრების შემდეგაც მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. როგორც აღიარებული სპეციალისტი, იგი სამუშაოდ მიწვეული იყო ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორადაც.

დედა ენა - Sputnik საქართველო
საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

„ეს იყო ადამიანი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ბათუმის აღმშენებლობაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის და ულამაზესი სანაპირო ბულვარის განაშენიანებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო მიმზიდველი და უფრო ლამაზი გამხდარიყო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე“, — განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

იასონ გორდეზიანის დეკორატიული სკულპტურის ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე. ქანდაკების განთავსება ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სპეციალური კომისიის მონაწილეობით განხორციელდა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ასევე გამოიცა იასონ გორდეზიანისადმი მიძღვნილი ოთარ გაგუას წიგნი „საკაოდან-ლონდონამდე“.

ძეგლი ბათუმის ზღვისპირა ბულვარზე, ცნობილი კოლონადების მიმდებარედ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გახნსა. 

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და იასონ გორდეზიანის შთამომავლები ესწრებოდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0