თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გორში, წერეთლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ცნობით, მაღაზიიდან ჯინსის რამდენიმე შარვალია წაღებული. ეჭვმიტანილებმა მაღაზიასთან დამონტაჟებული რამდენიმე სათვალთვალო კამერაც მოხსნეს.
სამართალდამცველების ცნობით, ქურდობაში სამი არასრულწლოვანი ამხილეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.