ნიკოლოზ ბასილაშვილი მაროკოს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

© FB / Fédération Royale Marocaine de Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი პორტუგალიიდან მსოფლიოს ნომერ 70-ე ჩოგბურთელს დაუპირისპირდება

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს 86-ე ჩოგანი) АТР 250-ის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, რომელიც მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში მიმდინარეობს.

მეორე რაუნდში ბასილაშვილი შეხვდა კორტის მასპინძელს, ლამინ უაჰაბს (617) და სამ სეტში გამარჯვებულიც გახდა — 7:6, 5:7, 6:3. მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მაროკოელთან ერთგვარი რევანშის აღება შეძლო. ამ წლის თებერვალში საქართველოსა და მაროკოს ნაკრებები ერთმანეთს დევისის თასზე დაუპირისპირდნენ (1:3), და მაშინ ქართველმა 33 წლის უაჰაბს ორ პარტიაში დაუთმო — 1:6, 3:6.

მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ქართველმა ჩოგბურთელმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და საკუთარი საბანკო ანგარიში თითქმის 14 ათასი ევროთი შეივსო.

ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი პორტუგალიელ ჟოაო სოუზას (70) ეთამაშება, რომელმაც სამ პარტიაში მოუგო მირზა ბასიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) — 6:3, 3:6, 6:4.

ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ შვიდი დამარცხების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა >>

ტურნირი მარაკეშში 15 აპრილამდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი 500 ათას ევროს აღემატება, ხოლო მოქმედი გამარჯვებული ხორვატი ბორნა ჩორიჩია.


ყველა ახალი ამბავი
0