ასპინძის მერია სტიქიით დაზარალებული ოჯახებს დაეხმარება

© Sputnik / STRINGERქარმა სახლებს სახურავი გადახადა
ქარმა სახლებს სახურავი გადახადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
24 მარტს ძლიერმა ქარმა ასპინძის სოფელ ნაქალაქევში, აწყვიტასა და დაბა ასპინძაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიით დაზარალებულ ადგილობრივებს 2 ათასი ლარის ღირებულების თუნუქის მასალით დაეხმარება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მიმდინარე წლის 24 მარტს ძლიერმა ქარმა ასპინძის სოფელ ნაქალაქევში ორ, ხოლო აწყვიტასა და დაბა ასპინძაში კი თითო საცხოვრებელ სახლს სახურავი ნაწილობრივ გადახადა.

დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელ სახლებს სტიქიამ  სახურავები დაუზიანა, კომპენსაციის გაცემა უკვე დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0