თბილისში პოლიციამ იარაღის გამსაღებელი დააკავა - ვიდეოკადრები

© Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის პოლიცია
პატრულის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეჭვმიტანილებს აღმოაჩნდათ პისტოლეტები, ავტომატები და საბრძოლო მასალა

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის გასაღება-შეძენის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მონაცემებით,  პ.მ.-ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარ გ.ბ.-ს — ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
უკანონო იარაღი საქართველოში - დაკავებულია ცხრა ადამიანი

„ჰქონდათ თუ არა დანაშაულებრივი კავშირი დაკავებულ მეგობრებს, ერთობლივად ახდენდნენ თუ არა იარაღის უკანონო გასაღებას, მოქმედებდა თუ არა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი — ამას გამოძიება დაადგენს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.მ.-მ მიმდინარე წლის 13 აპრილს 7000 აშშ დოლარად, მართლსაწინააღმდეგოდ გაყიდა „გლოკ 17“-ის და „გლოკ 19“-ის მოდელების 2 პისტოლეტი. ასევე, დადგინდა, რომ იგი სისტემატურად ახდენდა იარაღის უკანონო რეალიზაციას. 

მისი კუთვნილი იარაღის მაღაზიიდან პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არსებული კალაშნიკოვის 2 ავტომატი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და კარაბინის სისტემის შაშხანა.

მისი თანმხლები მეგობრის — გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა „გლოკ 34“-ის მოდელის პისტოლეტი, „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რევოლვერები, სხვადასხვა მოდელისა და სისტემის იარაღი, ვაზნები, ასევე, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში.


ყველა ახალი ამბავი
0